weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

დავით თევზაძე კონგოში დატყვევებული სოსო ოსორაულის ფოტოებს ავრცელებს

12:21 ორშაბათი, 05 ივნისი 2017

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დატყვევებული ქართველი სამხედრო მფრინავის სოსო ოსორაულის შესახებ სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე წერს და ოსორაულის ტყვეობის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს.

„თავისუფლება ტყვეობაში მყოფ ქართველ პილოტს სოსო ოსურაულს! მისი გამოხსნა ჩვენი, ჩემი და შენი ვალდებულებაა, ქართველო! ეს იგივეა, რაც ჩვენი მეობისთვის, ჩვენი ზნეობისათვის და ჩვენი მიწისათვის ბრძოლა. დავანახოთ ყველას, და პირველ რიგში, საკუთარ ხელისუფალთ, რომ გმირის არც სიცოცხლეს დავთმობთ და არც სახელს. დავანახოთ ყველას, და პირველ რიგში, საკუთარ ხელისუფალთ, რომ ვიცით ჩვენი ჯარისკაცების ფასი. დავანახოთ მის შვილებს, რომ თავიანთ მოლოდინში არ არიან მარტონი, რომ მერე ქვეყანაზე გული არ გაუტყდეთ და დაბზარული გულით არ იარონ დედამიწაზე... რომ მამის ღირსი კაცები დამდგარიყვნენ“, - წერს დავით თევზაძე.

41 წლის სოსო ოსორაული ოთხი თვეა რაც კონგოში, უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ტყვეობაშია.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობაში არსებული Ми-24 ტიპის ორი დამრტყმელი შვეულმფრენი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში 27 იანვარს ჩამოვარდა. ერთ–ერთ შვეულმფრენს სოსო ოსორაული მართავდა. ქართველი პილოტები მოიერიშე თვითმფრინავების საბრძოლო გამოყენებას ასწავლიან კონგოელ მფრინავებს, რამდენიმე ქართველი საავიაციო ინჟინერი კი თვითმფრინავების ტექნიკურ გამართულობას უზრუნველყოფს.

24 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძემ განაცხადა, რომ კონგოში დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოხდა შეტაკება, რომელსაც მოჰყვა მსხვერპლი და სამწუხაროდ, შესაძლოა, იოსებ ოსორაულიც იყოს მათ რიცხვში. ბრიფინგს სოსო ოსორაულის უმცროსი ძმა გიორგი ოსორაულიც ესწრებოდა.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, სამინისტრომ ამ ინფორმაციის მიღებისთანავე მისი დადასტურება სთხოვა კონგოს მთავრობას, გაეროს, წითელ ჯვარს, მაგრამ არცერთი მხარისგან პასუხი ჯერ არ მიუღია.

იმავე დღეს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დატყვევებული ქართველი სამხედრო მფრინავის გათავისუფლების მოთხოვნით, ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში საპროტესტო აქცია გაიმართა. თუშებმა საქართველოს პრეზიდენტს და მთავრობას მოსთხოვეს, უფრო ქმედითი ღონისძიებები გაატარონ კონგოში, უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ტყვეობაში მყოფი სოსო ოსორაულის გასათავისუფლებლად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]