weather cur horoscope tv
დეკემბერი 09, 2019

ადვოკატმა აფგან მუხთარლის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა

16:45 სამშაბათი, 13 ივნისი 2017 hits 893

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილმუხთარლისა და მისი მეუღლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას სასამართლოსგან ითხოვს. ადვოკატმა განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს შეიტანა.

„პირველივე დღეს იყო საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ ამ ადამიანს დაზარალებულის სტატუსი ჰქონოდა. მთელი საერთაშორისო საზოგადოება და ყველა თანხმდება იმაზე, რომ ამ გატაცების შედეგად ეს ადამიანი მართლა დაზარალდა. დღემდე წერილობითი პასუხი არცერთ მოთხოვნაზე არ მიგვიღია“, - განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა,

თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და მისი მეუღლის, ლეილა მუსტაფაევასთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით არჩილ ჩოფიკაშვილმა ჯერ ძველი თბილისის პროკურატურას, ხოლო შემდეგ თბილისის პროკურატურას მიმართა. კანონით დადგენილი 48-საათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, ადვოკატმა მიმართვებზე პასუხი ვერ მიიღო.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტი აფგან მუხთარლი თბილისში 29 მაისს გაუჩინარდა. მომდევნო დღეს მას ბაქოში მიაკვლიეს, სადაც წინასწარი სამთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

საქართველოში ჟურნალისტის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.

არჩილ ჩოფიკაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ჟურნალისტის გაუჩინარებიდან 2 კვირის გასვლის შემდეგ, გამოძებას მნიშვნელოვანი შედეგი არ აქვს.

„200 მოწმეა დაკითხული. მათი ძირითადი ნაწილი არიან ის ადამიანები, ვინც შემთხვევის ადგილის მიმდებარედ ცხოვრობს. ძალიან უცნაურია, რომ არცერთ მოწმეს არაფერი დაუნახავს და არაფერი იცის. როგორც წესი, ისეთი მტკიცებულებები, რომელთაც გამოძიებისთვის არანაირი მნიშვნელობა აქ აქვთ, სისხლის სამართლის საქმეში არ ხვდება. ეს იძლევა ვარაუდის საშუალებას, რომ გამოძიება მიმდინარეობს არა იქითკენ, რომ გამოძიებული იქნეს აფგან მუხთარლის გატაცების საქმე, არამედ გამოძიება მიმდინარეობს იმისათვის, რომ დადასტურდეს მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომლებიც აცხადებენ, რომ ამ საქმეში სპეცსამსახურები არ მონაწილეობდნენ“, - განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

აფგან მუხთარლის საქართველოს ხელისუფლებას თბილისის ქუჩებსა და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გასაჯაროებას სთხოვს. აფგან მუხთარლის მიაჩნია, რომ ამ მასალების გამოქვეყნებით დადასტურდება, რომ ის ქართველმა სამართალდამცავებმა გაიტაცეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]