საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ზესტაფონში, კრიმინალური ავტორიტეტი და ქურდული სამყაროს აქტიური წევრი, წარსულში ნასამართლევი 1983 წელს დაბადებული ჩ. ქ. დააკავეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა რევაზ დავითაძემ ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ატაცში მცირე ოქრო მოიპოვა, ხოლო ორჭიდში მეორე ადგილი დაიკავა.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე, საწვავის გადამზიდ სატვირთო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად სატვირთოს მძღოლი დაიღუპა.
ისტორიაში პირველმა ებრაულმა კოსმოსურმა ხომალდმა, სახელად „ბერეშიტმა“, მთვარეზე მარცხი განიცადა. „ბერეშიტი“ რბილად უნდა დამჯდარიყო დედამიწის თანამგზავრზე, თუმცა დაშვებისას ტექნიკური პრობლემების გამო მას მთავარმა ძრავმა უმტყუნა.
საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი დღეს ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობის სოფლებსა და მატანში შეხვედრებს გამართავენ.
ჩემპიონთა ლიგის მსგავსად, მეოთხედფინალური მატჩებით განახლდა UEFA-ს რანგით მეორე საკლუბო ტურნირიც. ევროპა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრებში ფავორიტად მიჩნეულმა გუნდებმა იმარჯვეს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ეხმაურება მრჩეველთა საბჭოს ორი წევრის, ირაკლი დარცმელიძის და გიგა ჩხარტიშვილის მოთხოვნას დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტთან დაკავშირებით.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა - ირაკლი დარცმელიძემ და გიგა ჩხარტიშვილმა - დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი დააყენა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს.
სამართალდამცველებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენთან პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამი წევრი - გიორგი პატარაია, ანა წითლიძე და მანუჩარ ჩხეტია წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სამართალდამცველებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები - გიორგი პატარაია და ანა წითლიძე დააკავეს. ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტო „ლაივპრესი“ გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ ასევე დაკავებულია მანუჩარ ჩხეტია.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11