საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
2019 წლის სუმოს პირველი სუპერტურნირი ტამავაშის გამარჯვებით დასრულდა. მონღოლი სუმოტორი იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ ჰაცუ ბაშოზე მხოლოდ ორ შეხვედრაში დამარცხდა და მოგება-წაგებათა საუკეთესო ბალანსი (13/2) დააგროვა.
ესპანელი ცენტრფორვარდი ალვარო მორატა მადრიდში დაბრუნდა. ლონდონის „ჩელსიმ“ 26 წლის თავდამსხმელი „ატლეტიკოში“ წელიწადნახევრიანი იჯარით გაასხვისა. „როხიბლანკოში“ ფეხბურთელი 22-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
„ამაზრზენი და ყოვლადმიუღებელია კამპანია და პროცესი, რაც ვითარდება ეკა ბესელიას ირგვლივ და ეკა ბესელიასთან მიმართებაში“, – აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების…
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიმდინარე აზიის ჩემპიონატის ნახევარფინალურ შეხვედრაში იაპონიის ნაკრებმა ირანის ეროვნული გუნდი დაამარცხა და ისტორიაში მეხუთედ შეძლო აზიის თასის ფინალში გასვლა.
ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
საქართველოს პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“ ეკა ბესელია მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების სავარაუდო გავრცელებასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს. ბესელია ღია წერილით მიმართავს საზოგადოებას, მათ შორის მას, ვინც „მორალური ტერორის უკან დგას“,…
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, უმოკლეს ვადაში დაადგინონ „ვინ დგას ამ მორალური ტერორის უკან“.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დაწყებული წარმოება შეწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), რომელიც მაჩალიკაშვილის უფლებებს იცავს.
3 წლის კეისი ჰეთევეიმ, რომელსაც ჩრდილოეთ კაროლინას შტატში, ყინვაში ორ დღე-ღამეს ეძებდნენ, პოლიციასა და ოჯახის წევრებს განუცხადა, რომ მეგობარმა დათვმა შეიფარა და მთელი დრო მასთან იყო.
„თვეზე მეტია საზღვარი დაკეტილია. გალის მოსახლეობამ მიმართა საქართველოს ხელისუფლებას დახმარების თხოვნით იმიტომ, რომ უთავდებათ საკვები და წამლები, სტუდენტები ვერ ბრუნდებიან სასწავლებლებში, თუმცა არცერთი სიტყვა ქართული ხელისუფლების მხრიდან ამ ადამიანების დასაცავად…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11