საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
250 000 ლარის ქრთამის აღებისთვის ბრალდებულ წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარეს, გრიგოლ ივანეიშვილს და ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით დაკავებულ ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილეს, თეიმურაზ ჩოჩუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.
ბათუმში საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ერთ-ერთი გარემოვაჭრე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე დააკავა.
2020 წლიდან მისაღები გამოცდები სამ სავალდებულო საგანში ჩატარდება. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ განაცხადა. მისი თქმით, პირველი ჩასაბარებლად სავალდებულო საგანი ქართული ენა და ლიტერატურა იქნება,…
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, სოფო გორგოძის განცხადებით, მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის გამოსაშვები გამოცდები გაუქმდა. მისივე თქმით, წელს გამოცდების ჩაბარება მოუწევთ მე-12 კლასელებს იმისთვის, რომ ციკლი, რომელიც გასულ წელს დაიწყო,…
თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას განცხადებით, თავდაცვის ძალების დაკომპლექტების პოლიტიკა მარტივდება. როგორც მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 2019 წელს დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, სტანდარტები ფიზიკური მომზადების კუთხითაც გამარტივდება.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლენინგრადის ბლოკადის დროს გადარჩენილების დასახმარებლად 12 მილიონ ევრო გამოყო. აღნიშნული თანხა ასევე მოხმარდება ომის ვეტერანებისთვის საავადმყოფოს მოდერნიზაციასა და გერმანულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის შექმნას.
პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა საქართველოს საპატრიარქოს მიერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საქართველო რელიგიურ ომში არ უნდა ჩაერთოს და საკუთარ ინტერესებზე უნდა იფიქროს.
რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მდებარე ტრეტიაკოვის გალერეიდან ბერძნული წარმოშობის რუსი პეიზაჟისტის, არხიპ კუინჯის ტილოს მოპარვაში ეჭვმიტანილი დააკავეს. თავად ნახატი მოსკოვის ოლქში აღმოაჩინეს.
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, ევროკავშირისა და ნატოს მხარდაჭერა ბოლო 5 წლის მანძილზე ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. ევროკავშირში წევრობას მოსახლეობის 83% უჭერს მხარს, ნატოს წევრობას კი 78% ემხრობა, რაც 2013 წლის…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11