weather cur horoscope tv
ივნისი 08, 2025

სამოქალაქო აქტივისტ გიგა მაქარაშვილს, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელმა თავზე ნაგვის ურნა დაამხო, პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. ამის შესახებ მაქარაშვილი სოციალურ ქსელში პირად გვერდზე წერს.

მიმდინარე წლის 10-15 იანვარს ყაზახეთის ქალაქ ალმათიში გამართულ ჟაუტიკოვის რიგით მე-15 საერთაშორისო ოლიმპიადაში, რომელშიც 18 ქვეყნის 82-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, საქართველოდან თბილისის კომაროვისა და ვეკუას, ხოლო ქუთაისიდან რაზმაძის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის…

მსოფლიოს უდიდესი თავისუფალი ონლაინ-ენციკლოპედია დღეს 18 წლის გახდა. ვიკიპედია 2001 წლის 15 იანვარს, ჯიმი უელსმა და ლარი სენგერმა დაფუძნეს. მალევე ინგლისურის გარდა განყოფილებები სხვადასხვა ენებზეც გაკეთდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ირლანდიიდან საქართველოში ჩარტერული რეისით ბრუნდება საქართველოს ათამდე მოქალაქე, რომლებმაც ირლანდიაში ყოფნის წესები დაარღვიეს. პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტის გათვალისწინებით, ამ საკითხთან დაკავშირებით შსს დეტალებს არ ასაჯაროებს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში გრიპის ვირუსით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული 17 შემთხვევა ფიქსირდება.

ჰაცუ ბაშოზე საკმაოდ წარუმატებელი სტარტი აქვს ტოჩინოშინის სახელით ცნობილ ლევან გორგაძეს. ოძეკის წოდების მქონე ქართველმა სუმოტორიმ იანვრის სუპერტურნირზე ზედიზედ მესამე შეხვედრა დათმო.

პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ხელისუფლებას მოუწოდებს, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსიროს.

ესპანეთის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში „ბარსელონამ“ შინ „ეიბარი“ 3:0 დაამარცხა. ლუის სუარესის დუბლს შორის ერთი გოლი ლიონელ მესიმ გაიტანა. კატალონიელთა ათიანი აღნიშნული გოლით ევროპული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში შევიდა: ის პირველი ფეხბურთელია,…

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი მამაკაცი დაიღუპა. გვიან ღამით, ავტომობილი ბორდიურს დაეჯახა, რის შემდეგაც ცეცხლი გაუჩნდა. მასში მყოფი ადამიანები დაიწვნენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 იანვრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდის გაუარესება და ნალექია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, 17 იანვარს დაბლობსა და ბარში შესაძლებელია თოვლჭყაპი, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, მთიან და მაღალმთიან ზონაში…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]