weather cur horoscope tv
ივნისი 08, 2025

ირანის საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, საქართველოში გავრცელებული H1N1 ვირუსის, იგივე „ღორის გრიპის“ გამო, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს ურჩევს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან, თუ ეს აუცილებელი არ არის.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას ყოფილი თავმჯდომარის, ეკა ბესელიას ერთ-ერთი მოადგილე დავით მათიკაშვილი შეასრულებს. ეს გადაწყვეტილება კომიტეტმა სიითი შემადგნებლობის უმრავლესობით, 11 ხმით მიიღო.

29 წლის უკრაინელი მეკარე დენის შელიხოვი კარიერას საქართველოს ჩემპიონატში, კერძოდ ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ „საბურთალოში“ გააგრძელებს. კლუბმა ფეხბურთელთან ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის განცხადებით, გულდასაწყვეტია, რომ საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური ლიდერები უკრაინელ კოლეგებსა და ხალხს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას არ ულოცავენ. მიტროპოლიტს მიაჩნია, რომ ეს შორსმჭვრეტელური გადაწყვეტილება…

14 იანვარს, ქართული თეატრის დღეს, ვაჟა-ფშაველას სახელობის თელავის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი საზეიმო ღონისძიებებს უმასპინძლებს. ღონისძიებებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე დაესწრება.

შინაგან საქმეთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია ძველი სტილით ახალ წელს აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან შეხვდა. შსს-ს ინფორმაციით, გახარიამ განმუხურის საგუშაგოზე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს შობა-ახალი წელი პირადად მიულოცა და საჩუქრები…

საქართველოს ნაკრების წევრი ვახტანგ ჭანტურიშვილი კარიერას ჩეხეთის ჩემპიონატში გააგრძელებს. საფეხბურთო კლუბ ზლინის „ფასტავსა“ და 25 წლის ნახევარმცველს შორის 2.5-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა სირიიდან ჯარების გაყვანა დაიწყო, თუმცა ამავდროულად ე.წ. ისლამური სახელმწიფოს პოზიციებზე დარტყმები გაგრძელდება. ამასთან, ტრამპი ეკონომიკური განადგურებით დაემუქრა თურქეთს იმ შემთხვევაში, თუ…

13 იანვარს სტარტი აიღო სუმოს სუპერტურნირმა ჰაცუ ბაშომ, სადაც ლევან გორგაძეც ასპარეზობს. ტოჩინოშინის სახელით ცნობილი ქართველი სუმოტორი ტრავის გამო ოპტიმალურ ფორმაში ვერ იმყოფება, თუმცა დადებითი ბალანსის მიღწევისთვის მაინც იბრძვის.

ბათუმში, გვიან ღამით, ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მე-11 სართულიდან 43 წლის ქალი გადმოვარდა და დაიღუპა. უცნობია, რა გახდა შემთხვევის მიზეზი.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]