weather cur horoscope tv
მაისი 05, 2024

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

საქართველოს პრეზიდენტმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური შეაფასა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მეორე ტურში დემოკრატიული არჩევნების ხარისხი მკვეთრად დაეცა. მისივე თქმით, არჩევნები ამ სტანდარტით აღარ უნდა ჩატარდეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღეს აფასებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კენჭისყრის დღე ძირითადად მშვიდ ვითარებაში წარიმართა, თუმცა, დაფიქსირდა არსებითი დარღვევები და მნიშვნელოვანი ტენდენციები, მათ…

საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის რანგში პირველ ვიზიტს ევროპის ქვეყნებში განახორციელებს. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე, ზურაბიშვილმა თქვა, რომ პირველ რიგში ავღანეთში გაემგზავრებოდა.

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა. როგორც მან შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, არჩევნებში გამარჯვება ამ დილით პირველმა ილია მეორემ მიულოცა და მასთან მისვლა სთხოვა.

არაერთი ჯილდოს მფლობელი ქართული მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი „ჯინო“ კიდევ ორი საერთაშორისო პრიზის მფლობელი გახდა.

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, საპრეზიდენტო არჩევნებში მისი გამარჯვება, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების დიდ გამარჯვებად შეაფასა.

„დაველოდებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს, ასევე სხვა ორგანიზაციების შეფასებებს და შემდეგ გავაკეთებთ განცხადებას“, – განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როს უილსონმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შესახებ დასმულ…

ოპოზიციური ძალების გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მოწოდებას ამ ეტაპზე არ იზიარებენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია. წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ამომრჩეველთა 59.52%-მა (1 147 627) მისცა ხმა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]