weather cur horoscope tv
ივნისი 16, 2025

ოპოზიციური ძალების გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მოწოდებას ამ ეტაპზე არ იზიარებენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია. წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ამომრჩეველთა 59.52%-მა (1 147 627) მისცა ხმა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ტალინშია, სადაც მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ესტონეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა „საკუ არენაზე” 30 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება. ესტონეთის ნაკრები L ჯგუფის აუტსაიდერია, თუმცა გამარჯვების…

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) პარალელური დათვლის (PVT) შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა 59.1% მიიღო, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ - 40.9%.

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგაზე მე-5 ტურის დარჩენილი შეხვედრები ჩატარდა. რვა გამართულ მატჩს შორის აღსანიშნავია მესის რეკორდი, სოლომონ კვერკველიას გუნდის პირველი გამარჯვება და პსჟ-ლივერპულის პრინციპული შეხვედრა.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ლაგოდეხში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი სროლის ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით, პოლიციის განყოფილებაში 21 წლის ი.გ. გადაიყვანეს. 

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების მიუხედავად, ქვეყნიდან წასვლას აღარ აპირებს.

ლიეტუვას პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

UNESCO-მ ქართული ჭიდაობა მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა. აღნიშნული გადაწყვეტილება 29 ნოემბერს, მავრიკიის ქალაქ პორტ-ლუიში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-13 სესიაზე მიიღეს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, კახეთის რეგიონში, თელავის გარდა ყველა საარჩევნო ოლქში მოიგო.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]