weather cur horoscope tv
მაისი 05, 2024

„გულით, გრძნობით და გონებით უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება“, – განაცხადა გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველთან შეხვედრაზე.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თბილისში მიმდინარე შემოწმებების ფარგლებში, „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მოთხოვნათა დარღვევების გამო, ვალუტის გადამცვლელ 17 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „სახელმწიფო“ საინფორმაციო სააგენტო „რეს“-ი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთიდან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ გატაცებული მაია ოთინაშვილის ფოტოს ავრცელებს და იუწყება, რომ ოთინაშვილი ჯანმრთელობას არ უჩივის.

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ავტობუსი შეეჯახა.

პარტია „ევროპულმა საქართველომ“ სოციოლოგიური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მათ საპრეზიდენტო კანდიდატს დავით ბაქრაძეს, სხვა კანდიდატებზე მაღალი რეიტინგი აქვს. კვლევა „ევროპული საქართველოს“ დაკვეთითა და დაფინანსებით ჩატარდა.

თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი 3-9 დეკემბერს გაიმართება. ფესტივალის ჯილდო საპატიო „პრომეთე“ წელს რეჟისორ გიორგი შენგელაიას გადაეცემა და მაყურებელს მისი ფილმების რეტროსპექტივას შესთავაზებენ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს სოფიო გორგოძე უხელმძღვანელებს. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, სოფიო გორგოძეს განათლების სისტემაში 14-წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 დაწესებულებაში პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ბრალდებული, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში მცხოვრები, 46 წლის ახლიმან ახმედოვი გარდაიცვალა.

ქიმიის დარგში ნობელის პრემია სამმა მეცნიერმა მიიღო, რომელთა კვლევები ევოლუციის გამოყენებით ახალი ფერმენტებისა და ანტისხეულების შექმნას ეხება. ბრიტანელი მეცნიერი გრეგორი ვინტერი და ამერიკელები - ფრენსის არნოლდი და ჯორჯ სმიტი შვედეთის…

15 არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ნინოწმინდაში გაკეთებულ ქსენოფობიურ განცხადებას გმობს და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რეაგირებისკენ მოუწოდებს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]