weather cur horoscope tv
მაისი 18, 2024

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა ტელეკომპანია პირველის ეთერში ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე ზეწოლასა და „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე ისაუბრა. როგორც უდუმაშვილმა განაცხადა, მას არ სმენია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ბიზნესს წილში „ჩაჯდომოდეს“.

საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, მსჯავრდებული ვანო მერაბიშვილის ადვოკატები და ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. მათი თქმით, გამოკვლევები და მკურნალობა, რომელიც მსჯავრდებულს უტარდება, უშედეგოა.

საქართველოს და ისრაელის ფარიკაობის ფედერაციების ორგანიზებით ისრაელში გაგზავნილი ექვსი ქართველი მოყვარული მოფარიკავე სამშობლოში აღარ დაბრუნდა და ისრაელში არალეგალურად დარჩა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, სოფელ ბარისახოს, შატილისა და მაღაროსკარის პანსიონები სამინისტროს დაექვემდებარება, რაც სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს განათლების დაუბრკოლებლად მიღების შესაძლებლობას მისცემს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტული რედაქციის ხელმძღვანელი, გიორგი ზურაბიშვილი ტელეარხს ტოვებს. მისი განცხადებით, სამსახურიდან წამოსვლის მიზეზი მენეჯმენტთან უთანხმოებაა.

საქართველოს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი რეგიონებში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. დღეს ზურაბიშვილი სამცხე-ჯავახეთში რეგიონში - ნინოწმინდაში, ახალქალაქსა და ასპინძაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრებელების ინფორმაციით, ოთხმა რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა დილით საოკუპაციო ხაზი გადმოკვეთა და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოფრინდა.

პარლამენტის წევრმა მამუკა ჩიქოვანმა პარტია „ევროპული საქართველო“ დატოვა. მისი განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით იმუშავებს.

ინტერნეტპორტალმა Eurobasket.com „ბასკონიას“ ქართველი კაპიტანი თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის პირველი ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ახალგორის (ლენინგორი) რაიონულმა სასამართლომ 37 წლის მაია ოთინაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ე.წ. უშიშროების კომიტეტის განცხადებით, ოთინაშვილის წინააღმდეგ საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]