weather cur horoscope tv
მაისი 02, 2024

დუშეთის პოლიციის თანამშრომლებმა სოფელ ხორხში 76 წლის პენსიონერის დაყაჩაღების ბრალდებით, 23 წლის დ. ჟ. დააკავეს.

6-7 ოქტომბერს „თბილისობა“ აღინიშნება. მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის სხვადასხვა უბანში კულტურული, სპორტული, გასართობი და სხვა ღონისძიებები გაიმართება. „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით რამდენიმე ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.

ესპანელი აღიარებული საოპერო მომღერალი მონსერატ კაბალიე 85 წლის ასაკში მშობლიურ ქალაქ ბარსელონაში გარდაიცვალა.

პოლონეთის ეროვნული გუნდისა და საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ თავდამსხმელი არკადიუშ მილიკი ნეაპოლის ქუჩაში დააყაჩაღეს.

საქართველოს N1 ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის დედაქალაქ პეკინში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო 4.6 მილიონი დოლარია, ნახევარფინალში გავიდა.

ინგუშეთის დედაქალაქ მაგასში მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. „ბი ბი სის“ რუსული სამსახურის ინფორმაციით, აქციის მეორე დღეს, 5 ოქტომბერს, ქალაქის ცენტრში 10 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა.

ბათუმში, მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ რუსეთის დელეგაციას საქართველოს რუკა აჩუქა.  

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ქალაქ ბაღდათის №1 საჯარო სკოლის ინგლისურისა და რუსული ენების მასწავლებელი, მანანა კაპეტივაძე გახდა. მას 10 000 ლარი გადაეცა.

„დღევანდელ მსოფლიოში არასამთავრობოები ქალების დასაცავად უფრო ძლიერად გამოდიან, აქ ეს არ ხდება. პირიქით ხდება, რომ ჩემი დამახინჯებული და კონტექსტიდან ამოვარდნილი სიტყვებით გამოილაშქრეს ჩემ წინააღმდეგ“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა…

საქართველოსა და უკრაინას შორის მიმოსვლა სამგზავრო დოკუმენტის გარეშე, ID ბარათებით იქნება შესაძლებელი. ვიზისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას ხელი საქართველოს და უკრაინის პრემიერ-მინისტრებმა კიშინიოვში მოაწერეს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]