weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

„საქართველოში არსებულ FETÖ-ს სტრუქტურას შეუწყდა დაფინანსება, მაგრამ ამ ორგანიზაციის წევრებს კვლავ აქვთ სურვილი, რომ თურქეთთან დაკავშირებული ოპერაციები საქართველოდან განახორციელონ“, - განაცხადა თურქეთის ელჩმა ფატმა ჯერენ იაზგანმა სააგენტო „ანადოლუსთან“ ინტერვიუში. მისივე…

ღვინის ეკონომისტების ამერიკული ასოციაციის (AAWE) მაჩვენებლების მიხედვით, 2014-2016 წლებში ექსპორტზე გატანილი 1 ლიტრი ღვინის საშუალო ღირებულებით საქართველო მსოფლიოში მე-5 ადგილს იკავებს. ქართული ღვინის საექსპორტო ფასი საშუალოდ 3,49 აშშ დოლარია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო ათ წელში ევროპაში წითელათი ავადობის მაჩვენებელმა რეკორდულ ზღვარს მიაღწია. 2018 წლის პირველ ექვს თვეში ამ ვირუსით დაახლოებით 41 ათასი ადამიანი დაავადდა. 37 შემთხვევა ლეტალურად დასრულდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ტყის ხანძრების ჩასაქრობად 40 ახალი ავტომანქანა შეიძინა, რისთვისაც დაახლოებით 13 მილიონი ლარი დაიხარჯა.

2018 წლის იანვარ-ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში რეგისტრირებული დანაშაულის მაჩვენებელი 55.81 %-ით არის გაზრდილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, 2018 წლის 7 თვეში 33 054 დანაშაულია რეგისტრირებული, მაშინ…

დამოუკიდებელი საფეხბურთო ასოციაციების კონფედერაცია (ConIFA) არაღიარებული სახელმწიფოების საფეხბურთო ნაკრებების მონაწილეობით 2019 წლის ევროპის ჩემპიონატს მთიან ყარაბაღში, სტეპანაკერტში ჩაატარებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და კომპიუტერული დანაშაულის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საბროკერო კომპანია „ეფიქს ბიზნეს გრუპის“ სამი დამფუძნებელი დააკავა.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტის გამოვლენის დროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

პრეზერვატივების მწარმოებელმა ქართულმა კომპანიამ „აიისამ“ 2008 წლის აგვისტოს ომის მეათე წლისთავზე სპეციალური კოლექცია გამოუშვა – პრეზერვატივის შეფუთვაზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია გამოსახული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილმა თანამდებობა დატოვა. სუს-ის პრესსამსახურში გოგაშვილის გადადგომის მიზეზებზე კომენტარს არ აკეთებენ.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]