weather cur horoscope tv
მაისი 08, 2024

კანადაში ყინულის ჰოკეის ახალგაზრდული გუნდის ავტობუსი სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის შედეგადაც 14 სპორტსმენი დაიღუპა. „ბი ბი სის“ ინფორმაციით, დაღუპულები 16-დან 21 წლამდე ახალგაზრდები არიან. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ავტობუსის მძღოლიც.

კვერცხის მხატვრობა ასობით, შესაძლოა, ათასობით წლის წინ გაჩნდა, თუმცა უცნობია, რომელი ქვეყნიდან იღებს ის სათავეს. დღეს მოხატული კვერცხი ასოცირდება აღდგომასთან - დღესასწაულთან, რომელსაც ქრისტიანები სხვადასხვა ქვეყანაში აღნიშნავენ.

Facebook-ის ხელმძღვანელობამ დაანონსა, რომ სოციალურ ქსელში არსებულ ყველა მეტნაკლებად პოპულარულ გვერდს შეამოწმებს და მათი მფლობელების ვინაობას დაადგენს. ამ გზით კომპანია ყალბი ანგარიშების, ცრუ ახალი ამბების გავრცელებისა და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას…

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციურ პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს. სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მტერია, ქვეყანა კი განადგურების საფრთხის წინაშეა.

თურქეთის ქალაქ ანტალიაში დაწყებულ გრან-პრიზე ჩინებული სტარტი აიღო საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა, რომელიც ტურნირზე გადახალისებული შემადგენლობითაა წარდგენილი.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 8 და 9 აპრილს 08:00-დან 20:00 საათამდე, თბილისის სასაფლაოების მიმართულებით, უფასო ავტობუსები იმოძრავებენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძის არჩევის გამო მწუხარებას გამოთქვამს მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი. „საზოგადოებას ვთხოვ, ქრისტიანული სულგრძელობით გაზომოს ჩემი ნაბიჯები და მომიტევოს უნებლიე შეცდომა“, – აცხადებს მარნეულის მაჟორიტარი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში პატიებას ითხოვს საზოგადოების იმ ნაწილისგან, ვინც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძის არჩევა შეურაცხყოფად მიიღო.

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ აქციაზე, რომელიც ტყიბულელი მეშახტეების სოლიდარობის გამო გაიმართა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აქციის 5 წევრი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.

7 აპრილს, ონში საპროტესტო აქცია გაიმართება, ზემო რაჭაში, მდინარე რიონზე დაგეგმილი ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ. აქცია სადგურის მოედანთან 14:00 საათზე დაიწყება.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]