weather cur horoscope tv
მაისი 07, 2024

ბათუმის საზღვაო ნავსადგურის შენობაში მოშიმშილე ორი თანამშრომელი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, მამაკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობა დილით გაუარესდა.

პოლონეთის თასის ნახევარფინალში ქართული დაპირისპირება შედგა. ნიკა კაჭარავას გუნდმა კელცეს „კორონამ” საკუთარ მოედანზე ლუკა ზარანდიას „არკა“ 2:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ სამივე გოლი ხსენებულმა ქართველმა ფეხბურთელებმა გაიტანეს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-მარტში, საქართველოდან მსოფლიოს 43 ქვეყანაში 17.7 მლნ ბოთლი ღვინის (0,75 ლ) ექსპორტი განხორციელდა, რაც 24%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელის დამზადება-გასაღების და ყალბი აქციზური მარკების გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარ საწარმოო შემთხვევას ეხმაურება. პრეზიდენტის განცხადებით, დატრიალებული ტრაგედია ცხადყობს, რომ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა დრამატულად მძიმეა.

2017-2018 წლების ჩემპიონთა ლიგაზე დარჩენილი ორი მეოთხედფინალური მატჩი მასპინძელმა გუნდებმა სამბურთიანი სხვაობებით მოიგეს. პრინციპულ შეხვედრაში „ლივერპულმა“ საკუთარ მოედანზე პეპ გვარდიოლას ქებული „მანჩესტერ სიტი“ დაამარცხა, „ბარსელონამ“ კი „რომას“ აუღელვებლად სძლია.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში დაშავებული სამი მეშახტიდან, ორი გადაყვანილია ქუთაისის ინტერვენციულ კლინიკაში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ორივე პაციენტი კონტაქტურია, აღენიშნებათ ინტრაკრანიალური ტრავმა და უტარდებათ კვლევები. მესამე…

საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ ეროვნული ლიგა 2-ის მე-5 ტურის მატჩში, ქუთაისში ქობულეთის „შუქურა“ მინიმალური სხვაობით დაამარცხა და სატურნირო ცხრილშიც მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა.

ტყიბულში, სადაც მინდელის სახელობის შახტაში 6 ადამიანი დაიღუპა, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ტყიბულში გაემგზავრა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში დღეს, დილით, დაახლოებით 04:00 საათზე მომხდარი შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]