weather cur horoscope tv
მაისი 07, 2024

ახალი ინიციატივა გულისხმობს სავარგულების აუცილებელი წესით დარეგისტრირებას. წინა წლებისგან განსხვავებით, პროგრამით ისარგებლებს ფერმერი, რომელსაც მიწის ნაკვეთი დარეგისტრირებული აქვს. პარალელურად, მარტივდება რეგისტრაციის პროცესი, რომლითაც მეწარმეს და მცირე ფერმერს სურს ისარგებლოს.

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ“, რომლის თანახმადაც სულ შეწყალებულია 64 პირი.

მთავრობის სხდომაზე განიხილეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში უსაფრთხოების ნორმების გამკაცრების მიმართულებით რეფორმების გატარება უწყების ერთ-ერთი…

საქართველოს მთავრობამ საჯარო დაწესებულებებს შავი ფერის სამსახურებრივი ავტომანქანების ყიდვა აუკრძალა. ამასთან, მათ ბალანსზე არსებული ყველა ამორტიზებული ავტომანქანა განსაკარგავად ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უნდა გადაეცეს.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ახალი სამშვიდობო ინიციატივა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ წარადგინა. მისი თქმით, ინიციატივა ქვეყნის მშვიდობიანი, სტაბილური განვითარების გზაზე უალტერნატივო ნაბიჯია და გულისხმობს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში…

რამდენიმე კვირიანი შესვენების შემდეგ ჩემპიონთა ლიგა პირველი მეოთხედფინალური მატჩებით განახლდა. ცენტრალური შეხვედრა ტურინში შედგა, სადაც ერთმანეთს გასული წლის ფინალისტები, „იუვენტუსი“ და მადრიდის „რეალი“ დაუპირისპირდნენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას ე.წ. ჭიაკოკონობასთან დაკავშირებით აფრთხილებს და აცხადებს, რომ ნებისმიერი ტიპის ნარჩენების (მათ შორის, ფოთლების, საბურავების) ღია წესით დაწვა აკრძალულია და გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 500…

კალიფორნიის შტატში, ქალაქ სან-ბრუნოში მდებარე YouTube-ის შტაბბინაში ქალმა ცეცხლი გახსნა და სამი ადამიანი დაჭრა. ტელეკომპანია „სი ენ ენის“ ინფორმაციით, თავდამსხმელი ქალის ვინაობა დადგენილია და ის ნასიმ აგდამია. პოლიციის შერიფმა განაცხადა, რომ მან…

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ირაკლი სულავა დააკავეს.

საუდის არაბეთში მეუღლის ტელეფონის უნებართვოდ შემოწმება და ინფორმაციის მოპოვება ამიერიდან ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ დანაშაულის განეკუთვნება, რომელიც სისხლის სამართლის წესით ისჯება.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]