weather cur horoscope tv
მაისი 07, 2024

ხაშურის გამგეობამ 2016 წელს სოფელ წრომის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი 51 896 ლარით გამგებლის წარმომადგენლის ოთახები გაარემონტა.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა შპს „საქნახშირის“ (ჯი აი ჯი ჯგუფი) კუთვნილ მინდელისა და ძიძიგურის სახელობის ქვანახშირის სამთო-მომპოვებელ შახტებში, ასევე საწარმოს მფლობელობაში არსებულ გამამდიდრებელ ფაბრიკებში დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოებისა და პირობების დაცვის…

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის ჩადენილი ქურდობის ბრალდებით წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 28 წლის ი.ს., ასევე, წარსულში ნასამართლევი, 38 წლის ლ.ჯ. და 20 წლის ი.ე. დააკავეს.

ბათუმში, საზღვაო ჰოსპიტალიდან ნარკოტიკული საშუალებები დაიკარგა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ჰოსპიტალის საწყობიდან 6000-მდე ამპულაა გამქრალი.

ხაშურში, ერთ-ერთ საბიუჯეტო ორგანიზაციაში დასაქმებული ქალი, მუნიციპალიტეტის მერს გიორგი გურასპაშვილს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ქალმა რეაგირებისთვის პარტია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას უკვე მიმართა და პროკურატურაშიც გეგმავს განცხადების…

რუსეთი აფხაზეთიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეტანაზე დაწესებულ აკრძალვას 10 აპრილიდან გააუქმებს. აფხაზური პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ თათბირზე 5 აპრილს მიიღეს. როგორც სამინისტროში განაცხადეს,…

არასამთავრობო ორგანიზაციები ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში 6 მაღაროელის გარდაცვალების გამო, ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

სტეფანწმინდაში, მყინვარწვერზე დაღუპული ბელგიელი მთამსვლელის ცხედარი მაშველებმა ვერტმფრენით გადმოასვენეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამაშველო სამუშაოები, რომელიც ცუდი ხილვადობის გამო გუშინ საღამოს შეწყდა, დღეს, დილის 8 საათიდან განახლდა.

ნიუ იორკის პოლიციის ინფორმაციით, Barclays Center-ში შეჭრისა და UFC 223-ის ავტობუსზე თავდასხმის გამო ცნობილი ირლანდიელი სპორტსმენი, შერეული ორთაბრძოლების ვარსკვლავი კონორ მაკგრეგორი დაკავებულია.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]