weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, ბრიკეტების საწარმო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დაათვალიერა.

რუსეთში, მოსკოვის მახლობლად სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 71-ვე ადამიანი დაიღუპა, 12 თებერვალი გლოვის დღედ გამოცხადდა. სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, სარატოვის ოლქის მთავრობა ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულების ოჯახებს…

პიონჩანში მიმდინარე ზამთრის XXIII ოლიმპიადაზე პირველი ქართველი სპორტსმენი გამოვიდა. ერთადგილიან ციგაში გიორგი სოღოიანმა სამ ცდას 2:27.459 წუთი მოანდომა, 32-ე შედეგი აჩვენა და ვინაიდან ფინალში საუკეთესო ოცეული გადიოდა, ასპარეზობა ნაადრევად დაასრულა.

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობაა. დღეს, ღამის საათებში ზღვაზე 4 ბალამდე შტორმია მოსალოდნელი.

ჰოლანდიის საფეხბურთო ჩემპიონატის 23-ე ტურის ცენტრალურ მატჩს ქალაქ არნემის სტადიონმა „გელრედომმა“ უმასპინძლა, სადაც „ვიტესმა“ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი გუნდი, როტერდამის „ფეიენოორდი“ ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვთან ახლოს „სარატოვის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. შემთხვევა დომოდედოვოს აეროპორტიდან აფრენის შემდეგ მოხდა. ლაინერი „ან-148“ აფრენიდან რამდენიმე წუთში რადარებიდან გაუჩინარდა.

გორში, სტალინის ქუჩაზე შეიარაღებული პირი მაღაზია „ბუმში“ შეიჭრა და თანხა გაიტაცა. შემთხვევა დაახლოებით ორი საათის წინ მოხდა.

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ელექტრონული ვალუტის - ბიტკოინის შეძენა გადაწყვიტა. კადიროვის განმარტებით, ეს მას დაეხმარება კრიპტოვალუტის განვითარებას დააკვირდეს.

ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის პორტის მახლობლად თურქული თევზსაჭერი გემის კაპიტანი გაიტაცეს. შემთხვევა 9 თებერვალს, საღამოს საათებში მოხდა. გატაცებულს ამ დრომდე ეძებენ.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]