weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ეროვნული სატყეო სააგენტო, კომპანია BP-ის მხარდაჭერით, იმერეთის რეგიონში წაბლნარი ტყეების აღდგენის ღონისძიებებს გეგმავს. სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად უცხოელი ექსპერტები მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ.

ისტორიაში პირველად, FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის თასი ერთი დღით საქართველოში ჩამოიტანეს. დელეგაციამ, რომლის ერთ-ერთი წევრი მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონი ქრისტიან კარამბე იყო, თასი სომხეთის დედალაქ ერევნიდან თბილისში ჩამოიტანა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა თავისი ისტორიული მიწები არ უნდა დაივიწყოს და ეტაპობრივად უნდა მიუახლოვდეს მის სტრატეგიულ მიზანს - ერევანში დაბრუნებას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსად თემურ კეკელიძე დაინიშნა. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი შს მინისტრმა გიორგი გახარიამ წარუდგინა.

სამართალდამცველებმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარე გივი ძმანაშვილი დააკავეს. მას ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება.

გერმანიაში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მთავრობა ითხოვს, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი გაუქმდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის საზოგადოებრივი მაუწყებელი (WDR) ავრცელებს.

ფოთის საკრებულოში 2017 წლის 13 დეკემბერს შექმნილი ფრაქციების - „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ თავმჯდომარეს ზვიად დგებუაძეს და „ქართული ოცნება - მრეწველების“ თავმჯდომარეს ჯემალ მიგინეიშვილს ორი კვირის შემდეგ ხელფასის სრული ოდენობით…

6 თებერვალს, თელავში, თიბისი ბანკის ორგანიზებით აგროფორუმი გაიმართა, რომლის მიზანი ფერმერებისთვის კოოპერაციული მეურნეობის, რძის პროდუქციის წარმოებისა და თიბისი ბანკის აგროპროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო. აგროფორუმს ფერმერებთან ერთად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს…

თბილისში, კიკეთში მდებარე იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელმა სტიპენდია მხოლოდ ბიჭებისთვის დააწესა. სახალხო დამცველის განცხადებით, 2017-2018 წლისთვის დაწესებული სტიპენდია მე-8 კლასში გადამსვლელი ბიჭებისათვის იყო განკუთვნილი. სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობა მე-8 კლასში გადამსვლელ…

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, „საყდრისის კომიტეტის“ წევრების შეტყობინების საფუძველზე, ინსპექტირების სამსახურმა პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ტერიტორიაზე უნებართვო სამუშაოები აღკვეთა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]