weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შედეგად, ბოლო ინფორმაციით, 11 ადამიანი დაშავდა. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ჭერის ჩამონგრევა სავარაუდოდ უხარისხოდ ჩატარებულმა სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია. მისივე თქმით, კომპანიამ, რომელმაც ვარკეთილში სამუშაოები ჩაატარა,…

ქრთამის აღების ბრალდებით იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეტროსადგურ ვარკეთილში ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის მაშველებს სადგურიდან დაშავებულები ამოჰყავთ და საავადმყოფოებში გადაჰყავთ.

საქართველოს ეროვნულ ლიგა 2-ში დაწინაურებულ „თელავში“ ორი უცხოელი ფეხბურთელი ისინჯება. თელავური კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამჟამად გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი დეკანოსიძე ბრაზილიელ სილას სოუზასა და არგენტინელ მარსელო გონსალესს აკვირდება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ვალერიან (ვაკო) გვილია კარიერას შვეიცარიის სუპერ ლიგის კლუბ „ლუცერნში'' გააგრძელებს. ოფიციალური ინფორმაციით, 23 წლის ქართველმა ნახევარმცველმა კლუბთან ხელშეკრულება 2020 წლამდე გააფორმა, სატრანსფერო თანხა კი უცნობია.

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა.

სომხეთში მიხეილ სააკაშვილის წიგნის სომხურენოვანი თარგმანის პრეზენტაცია აღარ გაიმართება. წიგნი „ძალის გამოღვიძება“ მკითხველისთვის 7 თებერვალს, ეგიშ ჩერენცას სახლ-მუზეუმში უნდა წარედგინათ.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი „ტოიოტასა“ და „ოპელის“ მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბათუმიდან აზერბაიჯანის გენერალური კონსული რაშად ისმაილოვი გაიწვია. პრეზიდენტის განკარგულების შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „აზერ ტაჯი“ ავრცელებს.

გერმანიაში 44 ტონა შოკოლადით დატვირთული ორი სატვირთო ავტომანქანა გაიტაცეს. Associated Press-ის ინფორმაციით, შემთხვევა პარასკევს, ღამით მოხდა. თითქმის 500 000 აშშ დოლარის ღირებულების შოკოლადი ქალაქ ფრაიბურგში არსებული ინდუსტრიული პარკიდან წაიღეს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]