weather cur horoscope tv
დეკემბერი 06, 2021

სამართალდამცავებმა გარდაბნის რაიონის სოფელ ნაზარლოში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 60 წლის კაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული 16 წლით უმცროს ცოლზე წლების განმავლობაში ძალადობდა.

ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით დაბა სტეფანწმინდაში სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს არსებული შენობის კონსტრუქციების გამაგრებას და შიდა სარემონტო სამუშაოებს, ასევე ახალი შენობის მიშენებას. გათვალისწინებულია საცოცი კედლის, გარდერობის, საშხაპეების, კაფე…

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ტალინში, ესტონეთის ლიდერებთან, ლატვიისა და ლიტვის პრეზიდენტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ბალტიის ქვეყნებისთვის ყველაზე დიდი საფრთხე არაპროგნოზირებადი რუსეთის მხრიდან აგრესიაა. მისივე თქმით, ახლა ერთიანი და ძლიერი…

საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით მასწავლებლებისთვის ესეების კონკურსი - „მასწავლებლები კონსტიტუციაზე“ ჩატარდება. კონკურსის მიზანი საკონსტიტუციო რეფორმითა და შემუშავებული ცვლილებებით მასწავლებელთა ინფორმირებულობის გაზრდა და დაინტერესებაა.

31 ივლისი რეინჯერთა მსოფლიო დღეა. პროფესიული დღე ქართველ რეინჯერებს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გრიგალავამ მიულოცა. სამინისტრომ 37 რეინჯერი დაცული ტერიტორიების დაცვასა და განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის…

ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაცხვში, თბილისი-ზუგდიდის სამგზავრო მატარებელი 70 წლის კაცს დაეჯახა. დაშავებული სხვადასხვა დაზიანებით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც თავზე ოპერაცია ჩაუტარდა.

თუშეთში, სოფელ ბოჭორნასთან 24 ივლისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 22 წლის გიორგი ჯიჯურიძე დაიღუპა. „ტოიოტას“ მარკის ჯიპი საავტომობილო გზიდან დაახლოებით 300–350 მეტრის სიღრმეზე ხრამში გადავარდა. ახლობლების ინფორმაციით, მძღოლი ავტომობილს ნასვამი…

უნგრეთის დიდი პრიზის რბოლა „ფერარის“ პილოტ სებასტიან ფეტელის გამარჯვებით დასრულდა, რის შემდეგაც მან 2017 წლის ჩემპიონატში უახლოეს მდევარ ლუის ჰამილტონთან უპირატესობა 14 ქულამდე გაზარდა. კვარცხლბეკის მეორე საფეხური ასევე „ფერარის“ პილოტმა,…

ქობულეთის რაიონის სოფელ წყავროკაში დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა. 45 წლის მამაკაცი 29 ივლისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თანასოფლელმა დანით დაჭრა.

გერმანიის პოლიციის თანახმად, ორი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა ქვეყნის სამხრეთით მდებარე ქალაქ კონსტანცში დისკოთეკაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]