weather cur horoscope tv
ოქტომბერი 24, 2024
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

რუსეთის სასამართლომ 22 წლის რუსი ბლოგერი რუსლან სოკოლოვსკი, რომელმაც ეკლესიაში პოპულარული თამაში Pokémon Go ითამაშა, სიძულვილის გაღვივებაში დამნაშავედ სცნო და პირობითი სასჯელი - სამნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსკოვის ყოფილ მერს, იური ლუჟკოვს სპეციალურ სიაში შეიყვანს, რის შემდეგაც ის საქართველოში შემოსვლას ვეღარ შეძლებს. ამის შესახებ დღეს შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა განაცხადა.

ვიცე-პრემიერის და ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, ფასანაურში, 500 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის წინააღმდეგ ხალხს არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ აბუნტებს. კალაძის განცხადებით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და სტრატეგიულ პროექტს ვერავინ ვერ შეაჩერებს.

ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას მხარი დაუჭირა. პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს განცხადებით, უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმებას ხელს 17 მაისს, სტრასბურგში მოაწერენ. დოკუმენტი ძალაში 11 ივნისს შევა.

სამდღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ხაიშურამ სვანეთში რამდენიმე სოფელთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა წაიღო. გარესამყაროს მოწყდა ხაიშის თემის სოფლები ნანყბული, ზედა და ქვედა ვედი, ზედა და ქვედა წვირმინდი.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თელავსა და გურჯაანში 4 რესტორანს საწარმოო პროცესი შეუჩერა. სანიტარულ–ჰიგიენური ნორმების განმეორებით დარღვევის გამო მუშაობა შეწყვიტა ქალაქ თელავში რესტორანმა „ქალაქური“;სოფელ ვარდისუბანში მდებარე რესტორანმა „თელავური“; ყარაჯალაში მდებარე რესტორანმა „ყარაჯალა“…

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტას“ ინფორმაციით, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მუშაობის შედეგად, 10-11 მაისს კახეთში გამორჩეულად ძლიერი სეტყვასაშიში პროცესები განეიტრალდა და კახეთის 7 რაიონი დასეტყვას გადაურჩა.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი ავრცელებს განცხადებას კომპანია „სილქნეტის“ მიერ აბონენტების 20 ათასი ლარით შესაძლო დაჯარიმებასთან დაკავშირებით.

მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩი მადრიდის სტადიონ „ვისენტე კალდერონზე“ შედგა. „ატლეტიკომ“ რთული ამოცანა ვერ შეასრულა და მადრიდული დერბი მხოლოდ მინიმალური სხვაობით მოიგო, რაც ფინალში გასასვლელად არ ეყო. კარდიფში გასამართ…

დღეს აზერბაიჯანში, ადგილობრივი დროით 7:24 საათზე, 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი 60 კილომეტრის სიღრმეში, ქალაქ საბირაბადთან მდებარეობდა. ბიძგები იგრძნობოდა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზეც.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]