საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.
თბილისში მდებარე კარდიოლოგიური კლინიკა „გული“ კორონავირუსით 70-მდე თანამშრომლის ინფიცირების გამო 10 დეკემბრამდე დაიხურა. ინფიცირებულია კლინიკის დირექტორი, პოლიტიკოს ნიკა მელიას მამა, ანზორ მელიაც.
ცხრა პოლიტიკურმა პარტიამ საბიუჯეტო დაფინანსების მიღებაზე თანხმობა განაცხადა. მათ შორის ის პარტიებიც არიან, რომლებიც 2020 წლის პარლამენტის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვრის მიმდებარე ტყეში დაჭრილი მონადირე, 62 წლის მამაკაცი ტყიდან გამოყვანისას გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია „რეგინფოს“ მუნიციპალიტეტის მერმა, ბესიკ ფარცვანიამ დაუდასტურა.
საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუს 3801 ახალი შემთხვევიდან, ყველაზე მეტი - 1293 თბილისში ფიქსირდება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3801 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 3200 ინფიცირებული, ხოლო 39 პაციენტი გარდაიცვალა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე მიიჩნევს, რომ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით არსებული რთული ვითარების განმუხტვისთვის აუციელებელია შეზღუდვების გამკაცრება.
დღეს ევროკავშირმა საქართველოს 100 მილიონი ევროს ოდენობის ტრანში გადმოურიცხა. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ აღნიშნული მხარდაჭერა ხელს შეუწყობს ქვეყნის მაკროფინანსურ სტაბილურობას, რათა მთავრობამ შეძლოს დაეხმაროს მოქალაქეებსა და კომპანიებს პანდემიით გამოწვეულ…
კახეთის რეგიონში, ამ დროისთვის კორონავირუსის 2056 აქტიური შემთხვევაა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ინფორმაციით, დღეს რეგიონში ვირუსი კიდევ 139 ადამიანს დაუდასტურდა. ყველაზე მეტი - 45 ახალი შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტშია.
„ხვალ გავაცნობთ საზოგადოებას, რა ტიპის შეზღუდვები დაწესდება და რომელი რიცხვიდან“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. მისი თქმით, მთავრობა ამ დრომდე აგრძელებს კონსულტაციებს ბიზნესთან და სხვა სფეროების წარმომადგენლებთან.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11