საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა შეზღუდვების მიმართ ხელისუფლების ლიბერალურმა მიდგომამ განაპირობა.
აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორის, დავით გადელიას განცხადებით, დღეს კლინიკებში მოთავსებულია ბევრი ისეთი პაციენტი, რომელთაც ამის საჭიროება არ აქვთ.
თიბისიმ, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, რისკების მართვის მიმართულებით აკადემია დააფუძნა. საგანმანათლებლო პროექტის მიზანი ახალგაზრდებისთვის საბანკო რისკების მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლება, გამორჩეული კადრების აღმოჩენა და განათლების ხელშეწყობაა.
თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გორში, გარდაბანში, ფოთსა და მარნეულში სასწავლო პროცესი 2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასრულებამდე ყველა კლასის მოსწავლეებისათვის, როგორც საჯარო, ასევე, კერძო სკოლებში, დისტანციურ რეჟიმში წარიმართება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პიკია და ახალი შემთხვევების რაოდენობის მატებაა მოსალოდნელი.
საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე, კორონავირუსის გამო ახალი შეზღუდვების დაწესებაზე კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიუღიათ.
კორონავირუსის შედეგად ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი, 55 წლის ბენო ჭელიძე გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბენო ჭელიძე კლინიკაში 20 ნოემბერს შეიყვანეს. მას, კოვიდ 19-ის გარდა, მწვავე პნევმონია და ქრონიკული დაავადებები…
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 3128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 3045 პაციენტი, ხოლო 39 გარდაიცვალა.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ოქტომბერთან შედარებით ორჯერ მეტი საწოლფონდია მობილიზებული, რისი საშუალებითაც შესაძლებელია მომსახურება გაეწიოს მოსახლეობით საქართველოზე ორჯერ დიდ ქვეყანას.
სავაჭრო ცენტრებისა და მსხვილი ქსელური მაღაზიების წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრის შემდეგ აცხადებენ, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, განიხილება სამუშაო საათებისა და დღეების შეზღუდვის საკითხი.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11