weather cur horoscope tv
ივნისი 28, 2025

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, კახა საბანაძის განცხადებით, პოლიციამ 8 ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობისთვის, ადმინისტრაციული წესით, 19 პირი დააკავა.

საქართველოში, 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 2927 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 2470 პაციენტი, ხოლო 24 – გარდაიცვალა.

გუშინ, თბილისში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საპროტესტო აქციის დაშლის დროს დაშავდნენ ჟურნალისტები.

საპროტესტო აქცია ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის, თამარ ჟვანიას გადადგომისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 18:00 საათზე განახლდება. ამის შესახებ ოპოზიციის ლიდერებმა გვიან ღამით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან განაცხადეს.

საქართველოს შვიდ დიდ ქალაქში ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა დღეიდან ამოქმედდება. თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში გადაადგილება შეზღუდული იქნება 22:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე. შეზღუდვა გავრცელდება როგორც ფეხით…

თბილისში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიათან საპროტესტო აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდეს ოპოზიციის ლიდერებმა. როგორც მათ განაცხადეს, აქცია ხვალ, 18:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე განახლდება.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან პოლიციამ მეორედ გამოიყენა წყლის ჭავლი აქციის მონაწილეების დასაშლელად. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.

„ესენი ჩვენ რომ გვაფრთხილებენ კოვიდზე... წარმოიდგინეთ, ნოემბერში ხალხს ცივი წყლით წუწავენ და კიდევ კოვიდზე გველაპარაკებიან. ქვეყნის მთავარი კოვიდი დღეს „ქართული ოცნებაა“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა.

„ვითარება არის ძალიან რთული, ეს კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდება, თუ დროზე არ მოეგებიან გონს. ამ კრიზისიდან გამოსავალი არის მხოლოდ ერთი - ხელახალი არჩევნები და ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის დათხოვნა“, – განაცხადა…

„მას შემდეგ, რაც მათ აქცია ჩაუფლავდათ, გადაინაცვლეს ცესკოსთან, სადაც აქციის მონაწილეებმა ასევე არ გაითვალისწინეს ჩვენი უცხოელი პარტნიორების მოწოდება, პროტესტი მშვიდობიანი გზით გამოეხეტათ. მათ სცადეს ცესკოს შენობაში შეჭრა, ესროდნენ ქვებს და…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]