საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
„სანამ აქტიური საარჩევნო პროცესი დაიწყებოდა, ძალიან სამწუხაროდ, საერთოდ მედიაგარემო და მედიასივრცე გახდა უაღრესად ტოქსიკური“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც კახი კალაძის მიერ „სიმართლის მუშტს“ დაწყების მოტივაციას ეხებოდა.
თიბისის პირველი მომხმარებელი უკვე უზბეკეთშიც ჰყავს. ბანკმა საბანკო ოპერაციების განხორციელება დღეიდან დაიწყო. ამ ეტაპზე თიბისი უზბეკეთში ე.წ. „Friends and Family” რეჟიმში ფუნქციონირებს, რაც საბანკო ოპერაციების მომხმარებლების შეზღუდული რაოდენობისთვის შესრულებას გულისხმობს. ბანკი…
„ქართული ოცნება“ სრულად იღებს პასუხისმგებლობას 31 ოქტომბერს, ახალი საარჩევნო სისტემით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ.
საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შესახებ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები დღეს საბოლოო, მესამე მოსმენით მიიღო. ცვლილებებს მხარი 117-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 3-მა წინააღმდეგ მისცა ხმა. შედეგად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 120 დეპუტატი…
სამოქალაქო აქტივისტებმა თბილისში, საქართველოს პარლამენტთან აქცია გამართეს „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით.
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ახალი პაციენტები სატვირთო ავტომანქანის მძღოლები არიან.
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ სიუჟეტის გამო, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტების ნაწილს „პოლიტიკურად მეძავები“ უწოდა და ბიძინა ივანიშვილის შვილს, ბერა ივანიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაჭრილი 28 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილრად მძიმეა. გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ დირექტორმა, გელა ორველაშვილმა „რეგინფოსთან“ განაცხადა, რომ დაჭრილს წუხელ გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა…
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მომხდარი დაპირისპირების შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. კრიტიკულად მძიმეა მეორე მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ყელის არეშია დაჭრილი. მას გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ადგილობრივი ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, უჯარმის ციხის კომპლექსი დაათვალიერა. უჯარმის ციხე ვიზიტორებისთვის პირველი ივლისიდან გაიხსნება.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11