weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სილვესტერ სტალონე როკი ბალბოას ემშვიდობება

16:37 შაბათი, 01 დეკემბერი 2018

როგორც ჩანს, საკულტო კინოპერსონაჟ როკი ბალბოას ეკრანებზე რიგით მერვე გამოჩენა სილვესტერ სტალონესთვის უკანასკნელი იქნება. ჰოლივუდის უბერებელმა ვარსკვლავმა განაცხადა, რომ „როკის“ კინოსერიების სპინ-ოფ „კრიდის“ სიკველში იგი ბოლოჯერ ასრულებს პოპულარულ კინოგმირს.

„მინდა მადლობა გადავუხადო მთელ მსოფლიოში ყველა იმ ადამიანს, ვინც „როკის“ ოჯახი გულთან ახლოს მიიტანა 40 წლის მანძილზე. ეს ჩემი ყველაზე დიდი პრივილეგია იყო, შემექმნა და მეთამაშა ეს უმნიშვნელოვანესი პერსონაჟი. მიუხედავად ჩემი გულისტკენისა, სამწუხაროდ ყველაფერს აქვს დასასრული. მიყვარხართ ყველა, ყველაფერზე უფრო საოცარი ისაა, რომ როკი ბალბოა არასოდეს მოკვდება, რადგან ის ყველა თქვენგანში ცხოვრობს“ - განაცხადა 72 წლის მსახიობმა.

„კრიდი II“, რომელიც დებიუტანტმა სტივენ კეიპლ უმცროსმა გადაიღო, სტალონე კი მსახიობის ამპლუის გარდა მისი პროდიუსერი და სცენარის თანაავტორიცაა, მსოფლიო კინოეკრანებზე ახლახანს გამოვიდა.

შეგახსენებთ, რომ სილვესტერ სტალონემ 1976 წელს გამოსული სპორტული დრამა „როკის“ სცენარი თავად დაწერა. იმ წლის ოსკარების დაჯილდოებაზე სტალონემ ორი ნომინაცია მიიღო - მამაკაცის მთავარ როლსა და ორიგინალ სცენარში, „როკი“ კი წლის საუკეთესო ფილმად დასახელდა. შემდგომ წლებში „როკის“ ხუთი მეტნაკლებად წარმატებული გაგრძელება გამოვიდა, 2015 წელს გამოსული სპინ-ოფ სერია „კრიდით“ კი სტალონეს ოქროს გლობუსის ჯილდო და საოსკარე ნომინაცია ერგო მეროეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის.

ვეტერანი მსახიობი ამჟამად მისი მეორე საკულტო კინოპერსონაჟის, რემბოს შესახებ მე-5 სერიის გადაღებებითაა დაკავებული.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]