weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

5 სიმღერა რომელიც ოსკარებზე შესრულდება

15:51 ორშაბათი, 04 თებერვალი 2019

25 თებერვალს, ლოს ანჯელესი ოსკარების გადაცემის რიგით 91-ე ცერემონიას უმასპინძლებს. ფილმისთვის დაწერილ საუკეთესო სიმღერის ნომინაციაში წარდგენილ 5 სიმღერას „დოლბის“ თეატრის სცენაზე ცოცხლად შეასრულებენ.

ოსკარების შოუს მუსიკალურად რეპერ კენდრიკ ლამარისა და SZA-ს დუეტი გააფორმებს კომიქს-კინოჰიტიდან Black Panther:

ოსკაროსანი მსახიობი და მომღერალი ჯენიფერ ჰადსონი შეასრულებს კომპოზიციას “I’ll Fight”, დოკუმენტური ფილმიდან RBG:

მსახიობი ემილი ბლანტი იმღერებს სიმღერას მიუზიკლიდან „მერი პოპინსი ბრუნდება“:

რა თქმა უნდა, უმრავლესობა მოუთმენლად ელოდება „ვარსკვლავის დაბადების“ ჰიტად ქცეული საუნდტრეკის ცოცხალ შესრულებას, რომელიც ლედი გაგამ და ბრედლი კუპერმა ჩაწერეს და კრიტიკოსთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს. ორიგინალი სიმღერის ნომინაციაში სწორედ სიმღერა “Shallow” სახელდება ოსკარის მოპოვების უმთავრეს კანდიდატად.

სიურპრიზი ეწოდა ძმები კოენების ვესტერნ-ანთოლოგია ფილმიდან სიმღერის ნომინირებას. “When A Cowboy Trades His Spurs For Wings“ უილი უოტსონისა და ტიმ ბლეიკ ნელსონის შესრულებით აჟღერდება:

 

ამ თემაზე:

ცნობილია ოსკარების ნომინანტთა სია

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]