weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

15-წლიანი მისიის დასასრული: მარსმავალი „ოპორტუნიტი“ მკვდარია

16:30 შაბათი, 16 თებერვალი 2019

ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო მისია ოფიციალურად დასრულებულია. NASA-მ დაადასტურა, რომ მარსმავალი „ოპორტუნიტი“ (Opportunity - საშუალება) მკვდარია.

მზის ბატარეებზე მომუშავე მავალი რვა თვის წინ „წითელ პლანეტაზე“ მძვინვარე ქვიშის ქარიშხალში მოყვა და დედამიწასთან კავშირი გაწყვიტა. ხომალდთან დაკავშირება მას შემდეგ NASA-მ არაერთხელ სცადა, თუმცა უშედეგოდ. კონტაქტის აღდგენის ბოლო მცდელობა 13 თებერვალს ჰქონდათ, მაგრამ „ოპორტუნიტიმ“ დედამიწიდან განხორციელებული ზარი კვლავ უპასუხოდ დატოვა.

„Opportunity-ს მისიას ოფიციალურად დასრულებულად ვაცხადებ“, - აღნიშნა NASA-ს სამეცნიერო დირექტორატის ადმინისტრატორმა თომას ზურბუკენმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე.

„ოპორტუნიტი“ მარსის ზედაპირზე 15 წლის განმავლობაში დაეხეტებოდა. გაიარა რეკორდულად დიდი მანძილი და გააკეთა არაერთი ისტორიული აღმოჩენა. მავალმა საბოლოოდ დაადასტურა, რომ უძველეს წარსულში „წითელ პლანეტაზე“ გადაჭიმული იყო თხევადი წყლით სავსე უზარმაზარი ტბები.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]