weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ჯორჯ კლუნიმ მერილ სტრიპს მხარი სარკასტული განცხადებით დაუჭირა

11:08 ოთხშაბათი, 11 იანვარი 2017

ოქროს გლობუსის დაჯილდოვების 74-ე ცერემონიის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი მერილ სტრიპის სამადლობელო სიტყვა იყო, სადაც ლეგენდად ქცეულმა მსახიობმა შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც ახსენა, რის შემდეგაც მისგან მწვავე პასუხი მიიღო. ამჯერად გახმაურებულ კონფლიქტში მსახიობი და რეჟისორი ჯორჯ კლუნი ჩაერთო, რომელმაც მეგობარ მერილ სტრიპის მხარდასაჭერად სარკასტული განცხადება გააკეთა.

„მე ყოველთვის ვამბობდი იგივეს მერილზე. ის ნამდვილად ყველა დროის ყველაზე ზედმეტად შეფასებული მსახიობია. ჩვენ ერთად ვმუშაობდით ანიმაციაზე Fantastic Mr. Fox, სადაც ცოლ-ქმარს ვახმოვანდებდით. მინდა ვთქვა, რომ ის მდედრობითი სქესის მელიის გახმოვანების შემთხვევაშიც გადაჭარბებულად შეფასებულია, – ამის შემდეგ კლუნიმ ტრამპს სარკასტულად მიმართა, – კი მაგრამ, თქვენ ხომ ქვეყანა გაქვთ სამართავი?!“

ბუნებრივია ჯორჯ კლუნი ერთადერთი არაა, ვინც მერილ სტრიპის აზრი გაიზიარა. სოციალურ ქსელებში ამერიკის პრეზიდენტი სტივენ კინგმა, კერი ჰილსონმა და სხვა ცნობილმა სახეებმაც გააკრიტიკეს.

შეგახსენებთ, რომ მერილ სტრიპმა, რომელმაც წლევანდელ ოქროს გლობუსზე კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის განსაკუთრებული პრიზი მიიღო, სამადლობელო სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპის გახმაურებული ინციდენტი გაიხსენა. მსახიობი წინასაარჩევნო პერიოდში ჰილარი კლინტონის მხარდამჭერი იყო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]