weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ლუკ ბესონს სექსუალური ძალადობის ბრალდება მოუხსნეს

12:10 ოთხშაბათი, 27 თებერვალი 2019

საფრანგეთის პროკურატურამ ცნობილი ფრანგი კინორეჟისორის, ლუკ ბესონის წინააღმდეგ არსებული ერთი ბრალდება არასაკმარისი მტკიცებულებების ნაკლებობის გამო ბათილად ცნო.

როგორც ცნობილია, აღიარებულ სცენარისტს, რეჟისორსა და პროდიუსერს სექსუალურ ძალადობაში ბრალი რამდენიმე ქალმა დასდო.

გაუქმებული ბრალდება ბელგიელ მსახიობ სანდ ვან როის ეკუთვნოდა, რომლის მტკიცებითაც, რეჟისორმა მას პარიზში რიგითი შეხვედრისას ჩაიში რაღაც ჩაუყარა, რამაც გონება დაუკარგა, გამოფხიზლებისას კი ლუკ ბესონი მასზე სექსუალურად ძალადობდა. სანდ ვან როიმ ეპიზოდური როლები ითამაშა ბესონის მიერ წარმოებულ 2018 წლის ფილმებში - „ტაქსი 5“ და „ვალერიანი და ათასი პლანეტის ქალაქი“.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]