weather cur horoscope tv
ივლისი 23, 2024

რატომ აიკრძალა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თვითმფრინავის ფრენები

12:08 ორშაბათი, 18 მარტი 2019

2019 წლის 10 მარტს, ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბების საერთაშორისო აეროპორტიდან „ბოინგ 737 მაქს 8“-ის აფრენიდან ხუთი წუთის შემდეგ ყოველგვარი კავშირი გაწყდა საჰაერო მაკონტროლებლებთან და ეთიოპიის ავიახაზების რეისთან ნომრით 302, რომელიც კენიის დედაქალაქ ნაირობიში მიფრინავდა.

ავიაკატასტროფას ბორტზე მყოფი 157 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინციდენტის შემდეგ, თითქმის მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოს საჰაერო სივრცეშიც აიკრძალა „ბოინგ 737 მაქს 8-ის“ ფრენა, რომელიც „ბოინგის“ მეორე ყველაზე გაყიდვადი ხომალდი იყო ბოლო ხუთი თვის განმავლობაში.

ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ აფრენიდან სულ მალე პილოტები შეშფოთებას გამოხატავენ ხომალდის საკმაოდ მაღალი, საშიში სიჩქარის გამო. როგორც რადარების მონაცემები მიუთითებს, ხომალდმა სტანდარტულზე გაცილებით მაღალი სიჩქარე აკრიფა, თუმცა რის გამო, ჯერ-ჯერობით უცნობია. სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს გამოძიება.

როგორც რადარების მონაცემები უჩვენებს, ხომალდი ე.წ. მინიმალურ უსაფრთხო სიმაღლეზე დაბლა იმყოფებოდა. ორ წუთში თვითმფრინავი უსაფრთხო სიმაღლემდე ავიდა. გამოცდილი პილოტი იუწყებოდა, რომ მას 4200 მეტრ სიმაღლეზე, სწორხაზოვან კურსზე დარჩენა სურდა. ამის შემდეგ, მაკონტროლებლებმა შენიშნეს, რომ თვითმფრინავმა ასობით მეტრზე ქანაობა დაიწყო მაღლა-დაბლა მიმართულებით. აშკარა იყო, რომ ხომალდი უჩვეულოდ სწრაფად მოძრაობდა. როგორც ანონიმური წყარო იხსენებს, ამ დროს ხომალდის ფრენის შემყურე შეშფოთებულმა მაკონტროლებლებმა ყვირილი დაიწყეს.

ეთიოპიაში მომხდარი კატასტროფის გამოძიება ჯერ ძალიან ადრეულ ეტაპზეა და როგორც უსაფრთხოების მარეგულირებლები აღნიშნავენ, დასკვნების გამოტანა გამომწვევ მიზეზთა შესახებ, ჯერ ძალიან ადრეა. კატასტროფიდან ორ დღეში იპოვეს და ანალიზისთვის საფრანგეთში გადააგზავნეს ხომალდის ე. წ. შავი ყუთები, რომლებიც ხმასა და ფრენის დეტალურ ინფორმაციას ინახავს.

ინდონეზიის კატასტროფის შემდეგ, კომპანია „ბოინგი“ მუშაობს 737 მაქს-ის ტიპის ხომალდების პროგრამული უზრუნველყოფის განახლებაზე, რომელიც სავარაუდოდ აპრილში გამოვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]