weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

კატები თავიანთ სახელებს არჩევენ, მაგრამ არ იმჩნევენ

15:02 ხუთშაბათი, 25 აპრილი 2019

იაპონელ მეცნიერთა ახალი კვლევის მიხედვით, კატების უკარება რეპუტაცია კიდევ უფრო ძლიერდება. როგორც ირკვევა, კატები ადამიანებს მუდმივად აიგნორებენ. იმის გასარკვევად, ასხვავებენ თუ არა კატები ადამიანთა მიერ წარმოთქმულ მათ სახელებსა და სხვა სიტყვებს, ტოკიოს უნივერსიტეტის მკვლევრებმა ექსპერიმენტთა სერია ჩაატარეს, რომელშიც 78 კატა მონაწილეობდა.

ექსპერიმენტის თანახმად, თუ კატები მიეჩვეოდნენ ოთხ სხვადასხვა სიტყვას და მათში საკუთარ სახელს განასხვავებდნენ, ექნებოდათ გარკვეული რეაქცია, რაც იმის მანიშნებელი იქნებოდა, რომ ისინი ძალიან კარგად ცნობენ თავიანთ სახელს. ექსპერიმენტის ფარგლებში, მკვლევარებმა კატებს ჩაურთეს ჩანაწერები, რომლებშიც მათ სახელს იძახდნენ, მაგრამ მანამდე ისმოდა სხვა სიტყვები ან სხვა კატების სახელები.

პროცესს ვიდეოზე იღებდნენ, რომელიც შემდეგ დეტალურად გააანალიზეს, რათა გაერკვიათ, იყო თუ არა დახვეწილი განსხვავებები კატების პასუხებში - ყურების მოძრაობა, თავის მოძრაობა, ხმები, კუდის მოძრაობა ან გადაადგილება. ასევე შეამოწმეს, ცნობს თუ არა კატა კონკრეტული ადამიანის საუბარს, რისთვისაც პატრონებისა და თავად მკვლევართა ხმის ჩანაწერს ურთავდნენ.

კატების საპასუხო ქცევებზე დაყრდნობით მიღებული შედეგები მიუთითებს, რომ უმეტეს შემთხვევებში კატები კარგად ასხვავებდნენ თავიანთ სახელებს სხვა სიტყვებისგან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი ძალიან ჰგავდა ერთმანეთს, თანაც მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ ეძახდა კატას - პატრონი თუ უცხო ადამიანი.

მიუხედავად იმისა, რომ ძაღლის პატრონებს ძალიან ცოტა ძალისხმევა სჭირდებათ თავიანთი ოთხფეხა მეგობრების ყურადღების მისაქცევად, კატების შემთხვევაში სიტუაცია სრულიად სხვაგვარადაა. ძაღლები შეიძლება გავწვრთნათ ისე, რომ ჩვენ მიერ წარმოთქმული მრავალი სიტყვა გაიგონ, მაგრამ კატები ხანდახან ადამიანის არსებობასაც კი არ იმჩნევენ.

 

მსგავსი სტატია:

20 უცნაური, საინტერესო და უცნობი ფაქტი კატებზე

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]