weather cur horoscope tv
ივლისი 23, 2024

მიჩიო კაკუს აზრით კაცობრიობა არამიწიერ ცივილიზაციას საუკუნის ბოლომდე იპოვის

11:46 პარასკევი, 02 მარტი 2018

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და აღიარებული თეორეტიკოსი ფიზიკოსი მიჩიო კაკუ პროგნოზირებს, რომ ამ საუკუნეში არამიწიერი ცივილიზაცია ადამიანებთან კონტაქტს დაამყარებს. კომენტარი მეცნიერმა გასულ კვირას სოციალური ამბების ვებგვერდ Reddit-ზე გააკეთა.

შეკითხვაზე, რა მოხდება თუ კონტაქტს დავამყარებთ არამიწიერ ცივილიზაციასთან და როგორ შევძლებთ მათთან დალაპარაკებას, მიჩიო კაკუმ უპასუხა:

„პირადად მე ვფიქრობ, რომ არამიწიერ ცივილიზაციასთან კავშირს ამ საუკუნეში დავამყარებთ, დავაფიქსირებთ მათი რადიოკომუნიკაციების სიგნალებს. მათთან საუბარი რთული აღმოჩნდება, რადგან ისინი ჩვენგან ათობით სინათლის წლით იქნებიან დაშორებული. შესაბამისად, მოგვიწევს გავშიფროთ მათი ენა, რათა გავიგოთ მათი ტექნოლოგიების განვითარების დონე. არიან თუ არა ისინი I, II ან III ტიპის ცივილიზაცია, რა ზრახვები აქვთ, ექსპანსიურები და აგრესიულები არიან თუ - მშვიდები“, – „ცივილიზაციის ტიპებში“ დოქტორი გულისხმობს კარდაშევის შკალის სამ კატეგორიას, რომელიც ზომავს ცივილიზაციის ტექნოლოგიური განვითარების დონეს მათ მიერ კომუნიკაციებისთვის გამოყენებული ენერგიის ოდენობაზე დაყრდნობით. შედარებისათვის, დედამიწელები ჯერ I ტიპის ცივილიზაციაც კი არ ვართ, რადგან ეს მოითხოვს პლანეტის ყოველი უნცია ენერგიის გამოყენებას, იქნება ეს მზის, თერმული, ოკეანისა თუ სხვა ენერგია.

ცნობილია, რომ იაპონური ფესვების მქონე ამერიკელი ფიზიკოსი პირველი არ არის, ვინც ბოლო პერიოდში ღიად საუბრობს, რომ არც ისე დიდი ხანი გვაშორებს იმ დროსთან, როდესაც ჩვენ უცხოპლანეტელებთან კონტაქტზე გავალთ. არამიწიერ ცივილიზაციათა ძებნის ინსტიტუტის (SETI) უფროსი ასტრონომი სეთ შოსტაკი ირწმუნება, რომ უცხოპლანეტელებს უახლოეს 20 წელიწადში ვიპოვით.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]