weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ჯუდი დენჩის აზრით მსახიობებს მათი ქცევის გამო ფილმებიდან არ უნდა ჭრიდნენ

12:06 ხუთშაბათი, 27 სექტემბერი 2018

ვეტერანმა ბრიტანელმა ოსკაროსანმა მსახიობმა, ჯუდი დენჩმა სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ყოფნისას, კევინ სპეისის გახმაურებული სკანდალის შესახებ ისაუბრა. დენჩის თქმით, სპეისისთან ერთად რეჟისორ ლასე ჰალსტრიომის 2001 წლის ფილმზე (The Shipping News) მუშაობა, რა დროსაც მან მეუღლე დაკარგა, ახსოვს როგორც - „უაღრესად კომფორტული“.

„მე ვერანაირ შემთხვევაში ვერ დავეთანხმები იმ ფაქტს, რომ რაც მან ჩაიდინა იმის გამო ფილმებიდან ამოჭრან. იქით მივდივართ, რომ თუკი მსახიობი რამე არასწორს გააკეთებს, ყველას ამოვჭრით ფილმებიდან? ყველა ასეთს წავშლით ისტორიიდან? არ ვიცი“, - აღნიშნა 83 წლის ვარსკვლავმა, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა რეჟისორ რიდლი სკოტის ფილმიდან კევინ სპეისის ამოჭრილი სცენებისა და მათი ქრისტოფერ პლამერით ჩანაცვლების შემთხვევა.

ჯუდი დენჩის თქმით, კევინ სპეისი მისთვის დღემდე უსაყვარლესი მსახიობი და კარგი მეგობარია და წარმოდგენა უჭირს იმის, რაც მან გააკეთა.

ჯუდი დენჩი სან სებასტიანის კინოფესტივალზე ყველაზე საპატივსაცემო პრიზს - დონოსტიას ჯილდოს მიიღებს. ფესტივალზე ასევე ნაჩვენები იქნება მისი უახლესი ფილმი Red Joan, სადაც ის КГБ-სთვის მომუშავე ბრიტანელი ყოფილი აგენტის როლს ასრულებს.

 

ამავე თემაზე:

მორისის აზრით ხალხმა კევინ სპეისის მისამართით უსამართლო აგრესია უნდა შეწყვიტოს

ედგარ რაიტი კევინ სპეისის სკანდალსა და მათ ერთობლივ ფილმზე

„რიდლი სკოტს უნდა რცხვენოდეს კევინ სპეისის ფილმიდან ამოჭრის გამო“ - ბერნარდო ბერტოლუჩი

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]