weather cur horoscope tv
იანვარი 28, 2020

განტვირთვა

ოსკაროსანი კინოვარსკვლავის, ნატალი პორტმანის სახლში სამშაბათ ღამეს სტალკერი შეიჭრა. შემთხვევა ებრაელი მსახიობის ლოს ანჯელესში მდებარე საცხოვრებელში მოხდა. საინტერესოა, რომ უცნობი მამაკაცის მხრიდან ეს უკვე მეორე მსგავსი საქციელია.

ცნობილი გახდა „შურისმაძიებლების“ ახალი სერიის ხანგრძლივობა. ის „მარველის“ კინოსამყაროს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ფილმი იქნება, რომელიც სამი საათისა და ორი წუთის განმავლობაში გაგრძელდება.

სამხრეთ აფრიკის ქუჩის აღლუმების დრამერი გოგონების ტრადიცია სპორტისა და ცეკვის ელემენტებს აერთიანებს. სამხრეთ აფრიკელმა ფოტოგრაფმა ელის მანმა მედოლეების სურათების გადაღება 2016 წელს დაიწყო, წერს National Geographic.

კალიფორნიის შტატში, სან-დიეგო უნივერსიტეტის მკვლევარებმა შექმნეს პატარა ზომის პლასტირი, რომელიც გულისცემას აკონტროლებს.

პოპ-ვარსკვლავმა ჯენიფერ ლოპესმა Tinder-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოში, სადაც იგი მომხმარებელს რჩევებს აძლევდა, აღნიშნა, რომ მამაკაცები 33 წლის ასაკამდე „უსარგებლონი“ არიან.

გასული წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამის მონაწილე ფრანგული ფილმი „მზის გოგონები“ საქართველოშია გადაღებული. ფილმი პროგრამა Film In Georgia-ს მხარდაჭერით შეიქმნა, რომელსაც ეროვნული კინოცენტრი და სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ერთობლივად ახორციელებენ.

კოლუმბიელმა ილუსტრატორმა ფულვიო ალეხანდრო ობრეგონმა (FUL∆LEO) სოციალურ ქსელში ფერადი ათწლეული დააბრუნა ნახატების კოლექციით  - The 2080s: Past Is The Future.

მთელ მსოფლიოში პოპულარული და მაღალრეიტინგული სატელევიზიო შოუს, The Grand Tour-ის მე-3 სეზონის მე-11 გადაცემა საქართველოსა და აზერბაიჯანს მიეძღვნა.

კომპანია „ნეტფლიქსი“ ალექსანდრე დიუმას კლასიკური რომანის, „სამი მუშკეტერის“ თანამედროვე დროში გადმოტანილ ეკრანიზაციას გადაიღებს. სამომავლო პროექტზე ჰარისონ ქვერი იმუშავებს.

აფრიკაში, გვინეისა და ლიბერიის მარადმწვანე ტყეებში, მეცნიერებმა გველის ახალი ენდემური სახეობა აღმოაჩინეს, რომელსაც შხამიანი კბილებით კბენა პირის გაღების გარეშე შეუძლია.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]