weather cur horoscope tv
აგვისტო 13, 2020

ადიდებულმა მდინარეებმა თელავის სოფლებიც დააზარალა

13:19 პარასკევი, 10 მაისი 2019 hits 652

სტიქიის შედეგად თელავის მუნიციპალიტეტის სოფლები – ფშაველი და ლეჩური დაზარალდა. ადგილობრივების ინფორმაციით უხვი ნალექის შედეგად მდინარეები სტორი და ჭიჭაკვი კალაპოტიდან გადმოვიდნენ. წყალი ნაკვეთებსა და ვენახებშია შესული.

„ასეთი ადიდებული მდინარეები არ გვახსოვს. ერთი მხრიდან ჭიჭაკვია ადიდებული, მეორე მხირდან კი სტორი. წყალი სოფელშია გადმოსული, დატბორილია ახლად გაშენებული ვენახები “, – უთხრა „რეგინფოს“ ფშაველში მცხოვრებმა თამარ ხმიადაშვილმა.

მერის წარმომადგენლის ვალერი აბრამიშვილის ინფორმაციით, ფშაველი-აბანო-ომალოს მიწაა ჩამოსული და ჩახერგილია. მისივე თქმით, ადიდებული მდინარის შუაშია მოქცეული ლეჩურში მშენებარე სასტუმრო.

წუხანდელი წვიმის შედეგად ალაზანიც ადიდდა. მდინარემ პანკისის ხეობაში სოფლების – ჯოყოლოსა და დუმასტურის ხიდამდე მისასვლელი საავტომობილო გზა თითქმის მთლიანად წაიღო. წყლით არის დაფარული დუისი-ხალაწნის დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდამდე მისასვლელი გზაც. როგორც „რეგინფოს“ ადგილობრივებმა განუცხადეს, დატბორილია საცხოვრებელი სახლები, ეზოები და ნაკვეთებიც. სოფელ ომალოში მდინარემ წყლის ავზები წაიღო, რის გამოც სოფელი სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. ადიდებულ ალაზანს მიაქვს „ხადორი 3 ჰესის“ მშენებელი კომპანიის კუთვნილი ტრაქტორიც, რომელსაც 21 აპრილს მომხდარი დაპირისპირების დროს, ადგილობრივებმა ცეცხლი წაუკიდეს და დაწვეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]