weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ყვარელში ავარიის შედეგად 3 მამაკაცი დაიღუპა, 2 დაშავდა

18:57 ოთხშაბათი, 26 ივლისი 2017

ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 25 წლის სამი კაცი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. სოფელში გამგებლის წარმომადგენლის რამაზ წყალობაშვილის ინფორმაციით, "სუბარუს" მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ყვარლის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა. ერთ-ერთ დაშავებულს მრავლობითი ტრავმები აქვს მიღებული. მას ოპერაცია უტარდება.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ბოლო პერიოდში კახეთში რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 24 ივლისს, თუშეთში, სოფელ ბოჭორნასთან ავარიას 22 წლის ბიჭი ემსხვერპლა. „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანა, რომელსაც ის მართავდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და დიდი სიმაღლიდან გადავარდა. მძღოლი ნასვამი იყო.

19 ივლისს თელავში ავარიის შედეგად 23 წლის მამაკაცი დაიღუპა. „ვაზ 2106“ მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა, რის შედეგადაც მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. მამაკაცი ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მართავდა.

მსხვერპლით დასრულდა 4 ივლისს, სოფელ წინანდალში მომხდარი ავარია. კომბაინთან შეჯახების შედეგად „ჟიგულის“ მარკის ავტომობილში მჯდომი 2 მამაკაცი გარდაიცვალა, 4 დაშავდა. 16 ივნისს ყვარლის რაიონის სოფელ ზინობიანში მომხდარი ავარიის შედეგად შუახნის ქალი დაიღუპა, 6 მგზავრი კი დაშავდა.

სტატისტიკური მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში 6 939 რეგისტრირებული ავტოავარია მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 581 და დაშავდა 9 951 ადამიანი. 2015 წელთან შედარებით, 2016 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა 7%-ით, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 8%-ით გაიზარდა. 3%-ით შემცირდა დაღუპულთა რიცხვი.

საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევ მიზეზებად მანევრირების წესების დარღვევა, მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება და ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვა სახელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]