weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

გვინდოდა ძამას ხეობა მთლიანად საპატრიარქოსთვის გადაეცათ - მეუფე იობი

23:55 კვირა, 03 მაისი 2020

„თავის დროზე მისი უწმინდესობა იმყოფებოდა ძამას ხეობაში. დაცლილი იყო მაშინ ძამას ხეობა, სოფელი გვერძინეთიც. მოეწონა ძალიან და გააკეთა წერილი, რომ ძამას ხეობა მთლიანად საპატრიარქოსთვის გადაეცათ. ეს იმდროინდელმა ხელისუფლებამ არ გააკეთა, უარი უთხრა. მერე ავდექით და ჩვენ, როგორც კერძო პირებმა შევიძინეთ ეს ტერიტორიები და იმ ადგილებზე დღეს მონასტრებია გაშენებული“, - განუცხადა ჟურნალისტებს რუის-ურბნისის ეპისკოპოსმა იობმა (აქიაშვილი).

„ჩვენ იმიტომ ავითვისეთ ეს მიწები, რომ უცხოტომელები შემოდიოდნენ და მათ უნდა ეყიდათ. ეკლესიის მიწა, იგივე ერის მიწაა. თუ დასჭირდა ქვეყანას, ჩვენ ქვეყანას მივცემთ ამ მიწებს“, - აღნიშნა მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა.

მანვე განმარტება გააკეთა 2019 წელს ქარელის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის, ნუგზარ დაბრუნდაშვილის კომენტარზე, რომლის თანახმადაც, ძამას ხეობა აჭარელმა ეკომიგრანტებმა სასულიერო პირების მხრიდან შევიწროვების გამო დატოვეს. ამ განცხადების შემდეგ ვიცე-მერი თანამდებობიდან გადადგა.

„ქარელის ვიცე-მერმა მოიტყუა. არავის ვავიწროვებთ და არ ვდევნით. პირიქით, ხელშეწყობა გვაქვს, ყველანაირად ვეხმარებით. ფერმა გვქონდა. ვუთახრით ეკომიგრანტებს, აჭარლებს, რომ შემოსულიყვნენ და დასაქმებულიყვნენ. არ ისურვეს. ალბათ, იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ მუსულმანურ სარწმუნოებას მიეკუთვნებიან, ჩვენ ქრისტიანები ვართ და ურთიერთობას თვითონვე ერიდებიან“, - განაცხადა ეპისკოპოსმა.

შეგახსენებთ, ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი 33 წლის კობა კობაიძე სამართალდამცავებმა 27 აპრილს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 2020 წლის 20 აპრილს, გორის რაიონის სოფელ რიეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, საღამოს საათებში, კობა კობაიძემ ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღიდან, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა, რამდენიმე გასროლა განახორციელა ყინწვისის კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის მონასტრის წინამძღვრის საბა ჟღენტის მიმართულებით. საბა ჟღენტი ავტომობილით მოძრაობდა. მან შემთხვევის ადგილიდან გარიდება შეძლო. კობაიძეს ბრალი ედება განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებაში. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. გორის რაიონულმა სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

კობა კობაიძე მეუფე იობის შვილობილი იყო, თუმცა როგორც ეპისკოპოსი განმარტავს, ბოლო პერიოდში კობაიძეს მღვდელმოქმედება აკრძალული ჰქონდა.

„სად მნახეს, რომ ვმფარველობ. ჩვენს ეკლესიაში პირველმა მე შემოვიღე დასჯა - მღვდელმოქმედების აკრძალვით. როცა არასწორად იქცევა, აუცილებლად მიიღებს საეკლესიო სასჯელს“.

 

ყველაზე ძვირფასი მარმარილო გავიმეტეთ - მეუფე ყინწვისის ეკლესიაში იატაკის თვითნებურ შეცვლაზე

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]