weather cur horoscope tv
ოქტომბერი 19, 2020

პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დახმარების თხოვნით აშშ-ს მიმართა

09:24 კვირა, 19 ივლისი 2020 hits 549

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სამართლებრივი დახმარების თხოვნით ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა. 

ქართველი სამართალდამცავები ითხოვენ შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული და საქმის ფიგურანტი 30 პირის იმ მიმოწერებისა და პოსტების აღდგენას, რომლებიც შესაძლოა სოციალური ქსელებში: Facebook-სა და Instagram-ზე, ასევე აპლიკაცია Messenger-ში უკვე წაშლილია.

ინფორმაცია, რომ საქართველოს სამართალდამცვმა ორგანოებმა აშშ-ს დახმარებისთვის მიმართეს, ტელეკომპანია „პირველმა“ გაავრცელა. მათი ცნობით, აშშ-ში გაგზავნილი მიმართვა 15 ივლისით თარიღდება.

19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი სამაშველო-სამძებრო ღონისძიებების შემდეგ მდინარე არაგვში იპოვეს. ის 18-19 ივნისის ღამეს გაუჩინარდა, რასაც წინ უძღოდა მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში ახალგაზრდებს შორის მომხდარი დაპირისპირება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის მუხლებით 17 პირი დააკავა. 10 ივლისს გენერალურმა პროკურატურამ ექსპერტიზის დასკვანა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით. ექსპერტიზის პასუხის შემდეგ შაქარაშვილის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია დაემატა. პროკურატურას ამ მუხლით ბრალი ჯერჯერობით არავისთვის წარუდგენია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]