weather cur horoscope tv
სექტემბერი 30, 2020

სვანეთში მყოფი 518 ადამიანი კარანტინში გადაიყვანეს

11:08 სამშაბათი, 11 აგვისტო 2020 hits 987

კორონავირუსთან დაკავშირებით გუშინ დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, მესტიის მუნიციპალიტეტში მყოფი 518 მოქალაქე საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს. აქედან 343 მოქალაქე მესტიაში მდებარე სასტუმროებშია მოთავსებული, ხოლო 171 - აჭარაში მდებარე საკარანტინო სივრცეებში.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანახმად, მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარე 20 სასტუმროში საკარანტინო სივრცეები მოეწყო.

„ვაგრძელებთ მოქალაქეების საკარანტინო ზონებში გადაყვანას. საჭიროების შემთხვევაში სვანეთსა თუ ახლომდებარე რეგიონში საკარანტინო სივრცეები დაემატება“, - აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

ამ ეტაპზე, სვანეთში საკარანტინო ზონისთვის შერჩეულია შემდეგი სასტუმროები: „ბანგურიანი“, „თეთნულდი“, „ჩუბუ“, „ელიტჰაუზი“, „პლაზა მესტია“, „ოლდჰაუზი“, „ფოსტა“, „სვანსეტი“, „სვანეთი“, „უშბა“, „რივერსაიდი“, „სანთაუერი“, „სანსეტ ტერასა“, „ნინო რატიანი“, „გერა“, „დავით ჟორჟოლიანი“, „მანონი“, „ბაპშა“, „შალე“, „ელტური“.

მესტიის მუნიციპალიტეტში საკარანტინო შეზღუდვები მას შემდეგ დაწესდა, რაც ორ დღეში კორონავირუსი 16 ადამიანს დაუდასტურდა. 10 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან, მესტიის მუნიციპალიტეტში შესვლა მხოლოდ ადგილობრივ მცხოვრებლებს შეუძლიათ, ხოლო ყველას, ვინც მუნიციპალიტეტს დატოვებს, სავალდებულო ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევს.

მთავრობა მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ უშგულში, ლენჯერსა და დაბა მესტიაში, მოუწოდებს, COVID-19-ის ნებისმიერი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მიმართონ ცხელების ცენტრებს ან დაუკავშირდნენ 112-ს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]