weather cur horoscope tv
ოქტომბერი 19, 2020

ახალქალაქში 27 წლის მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

18:50 სამშაბათი, 11 აგვისტო 2020 hits 253

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ახალქალაქში 27 წლის მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმე ეხება 8 აგვისტოს, ახალქალაქის ცენტრალურ პარკთან მომხდარ მკვლელობას.

ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტო Jnews-ის ინფორმაციით, პროკურორმა განაცხადა, რომ გათავისუფლების შემთხვევაში არსებობდა ბრალდებულის მხრიდან გამოძიებისთვის ხელშეშლის ან მიმალვის საფრთხე. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ბრალდებულის ადვოკატიც დაეთანხმა.

სამართალდამცველებმა 37 წლის ა.გ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით 9 აგვისტოს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ა.გ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 27 წლის ვ.მ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. გულის არეში მიყენებული ჭრილობის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულმა ბრალი აღიარა.

სოფელ კუმურდოში მცხოვრები 27 წლის მამაკაცის მკვლელობას ახალქალაქში მასობრივი არეულობა და რბევა მოჰყვა. მოკლულის თანასოფლელებმა, რამდენიმე ათეულმა ახალგაზრდამ, იმ სასტუმროებისა და სახლების დარბევა დაიწყო, რომლებიც სავარაუდო მკვლელს და მის მეგობრებს ეკუთვნით. საერთო ჯამში, ახალქალაქში ოთხი საცხოვრებელი სახლი და ერთი სასტუმრო – „არტსეგი“ დაარბიეს და გადაწვეს. დააზიანეს რამდენიმე ავტომობილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზეც დაიწყო. სამართალდამცველებს ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ. შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დღეს, 11 აგვისტოს ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გამოძიება გრძელდება და დაპირისპირების მონაწილეების იდენტიფიცირება მოხდება.

„გამოძიება მიმდინარეობს. პირი, ვინც ჩაიდინა მკვლელობა, დაკავებულია. დანარჩენის იდენტიფიცირება მოხდება“, – თქვა ვახტანგ გომელაურმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]