weather cur horoscope tv
ოქტომბერი 24, 2020

„ოცნებამ“ ქუთაისის, თერჯოლის, ხარაგაულის, ონისა და კასპის მერობის კანდიდატები წარადგინა

22:00 შაბათი, 22 აგვისტო 2020 hits 458

„ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ ხუთ მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები შეარჩია. მერის რიგგარეშე არჩევნები საპარლამენტო არჩევნების დღეს, 31 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.

ქუთაისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატია იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი; თერჯოლაში თერჯოლის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა გოგიაშვილი; ხარაგაულში საქართველოს პარლამენტის დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი; ონში ონის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ჩიკვაიძე; კასპში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საფინანსო და ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი ვახტანგ მაისურაძე.

16 ივლისს თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ, რის შემდეგაც მერის მოვალეობის შემსრულებლად აჭარის მთავრობის აპარატის ყოფილი უფროსი არჩილ ჩიქოვანი დაინიშნა. ბათუმის მერის რიგგარეშე არჩევნები 2021 წლის მაისში უნდა გაიმართოს.

„ქართულმა ოცნებამ“ აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც დაასახელა: ბათუმში კენჭს იყრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ტიტე აროშიძე, ქობულეთში აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ცოტნე ანანიძე, ხოლო ხულოში, შუახევში, ქედასა და ხელვაჩაურში მაჟორიტარობის კანდიდატია შუახევის მოქმედი მერი ფრიდონ ფუტკარაძე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]