weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძე აირჩიეს

13:16 ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი 2020

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ, 4 წლის ვადით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე აირჩიეს. მისი კანდიდატურის წინააღმდეგ ხმა საბჭოს მხოლოდ ერთმა წევრმა - ნაზი ჯანეზაშვილმა (არამოსამართლე წევრი) მისცა.

2018 წლის აგვისტოდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოვალეობას საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე ასრულებდა. მანამდე კი საბჭოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე თავმჯდომარეობდა.

ძველი კანონმდებლობით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე თავმჯდომარეობდა, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ კი იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს თავმჯდომარეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრთაგან. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საბჭოს წევრთა არანაკლებ 1/5-ს.

ნინო ქადაგიძე 2020 წლის მარტში პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ (10 წლის ვადით) დაამტკიცა. თავმჯდომარეობის კანდიდატად ის იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეარჩია.

ნინო ქადაგიძე ერთ-ერთი იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10-კაციან სიაში, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს 2018 წლის 26 დეკემბერს წარუდგინა. დეპუტატების ნაწილისა და საზოგადოების პროტესტის შემდეგ, სიის წევრებმა პარლამენტს განცხადებით მიმართეს, არ მიეცა მსვლელობა მათი კანდიდატურების განხილვისთვის. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად პარლამენტს ქადაგიძე 2019 წელსაც წარუდგინა. ის ამ თანამდებობაზე 2019 წლის დეკემბერში აირჩიეს.

ნინო ქადაგიძე 2013-2019 წლებში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე იყო, ხოლო 2002-2012 წლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის წევრი/მოსამართლე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]