weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

თელავის პირველ სკოლაში COVID-19 კიდევ 2 პედაგოგს დაუდასტურდა

15:42 სამშაბათი, 20 ოქტომბერი 2020

თელავის პირველ საჯარო სკოლაში კორონავირუსი კიდევ ორ პედაგოგს დაუდასტურდა. როგორც „რეგინფოს“ სკოლის დირექტორმა, მაია ოთარაშვილმა განუცხადა, ტესტირების პასუხი დღეს გახდა ცნობილი.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პირველ სკოლაში COVID-19 სულ სამ პედაგოგს დაუდასტურდა. ინფიცირების პირველი შემთხვევა 18 ოქტომბერს გამოვლინდა, რის გამოც სკოლა სწავლების დისტანციურ (ონლაინ) რეჟიმზე გადავიდა. მაია ოთარაშვილის თქმით, ამ ფორმით სწავლება 27 ოქტომბრამდე, სამშაბათამდე გაგრძელდება.

დღეს კახეთში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გუშინ კი ვირუსი 46 ადამიანს დაუდგინდა.

19 ოქტომბრის დილის მონაცემებით, სექტემბრის შემდეგ კახეთში კორონავირუსის 181 შემთხვევა იყო გამოვლენილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]