weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია ლავასოღლი უკრაინაში დააკავეს – მედია

12:31 ორშაბათი, 04 იანვარი 2021
ფოტო არქივიდან ფოტო არქივიდან

ცნობილი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე (ლავასოღლი) უკრაინაში, ოდესის აეროპორტში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, 3 იანვარს მინდია გორაძე ოდესაში მინსკიდან ჩავიდა. მას დოკუმენტები არ ჰქონდა, რის გამოც სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრეს და უკან, ბელარუსში გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღეს. უკრაინული მედიის თანახმად, თვითმფრინავში ასვლის შემდეგ ლავასოღლი საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა და სხეულზე თვითდაზიანებების მიყენებით იმუქრებოდა. ეკიპაჟის მეთაურის მოთხოვნით, ის თვითმფრინავიდან ჩამოსვეს და აეროპორტში დააბრუნეს, სადაც სასაზღვრო თანამშრომლების მეთვალყურეობის ქვეშ იყო. ამ დროისთვის უცნობია, შეძლეს თუ არა მისი დაბრუნება ბელარუსში. ერთ-ერთი ონლაინგამოცემის თანახმად, შესაძლოა დაკავებულის თურქეთში დეპორტაცია მოხდეს, რადგან ბინადრობის ნებართვა აქვს.

მინდია გორაძე ბელარუსში მიმდინარე წლის ივნისში თურქეთიდან ჩავიდა, მას შემდეგ, რაც საექსტრადაციო პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ე.წ. კანონიერი ქურდის ნათესავები ბათუმში საპროტესტო აქციებს მართავდენენ და გორაძის საქართველოში ექსტრადიციას ითხოვდნენ. აქციების დაწყების შემდეგ განცხადება გაავრცელა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, სადაც ნათქვამი იყო, რომ მათ მიერ წარდგენილ შუამდგომლობას თურქეთის კომპეტენტური ორგანოები განიხილავდნენ. ე.წ. კანონიერი ქურდი საქართველოსთვის არ გადმოუციათ.

საქართველოში ლავასოღლის 12 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. 2018 წლის 21 ივლისს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ის კანონიერი ქურდობაში, ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზებასა და ძალადობის მუქარით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლაში დამნაშავედ ცნო. განაჩენის გამოტანის დროს ლავასოღი საქართველოში არ იმყოფებოდა. ამავე წლის ოქტომბერში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ე.წ. კანონიერი ქურდი თურქეთში, თურქეთისა და საქართველოს სამართალდამცავი უწყებების ერთობლივი მუშაობის შედეგად დააკავეს. 2019 წლის ივნისში ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ლავასოღლის საექსტრადიციო პატიმრობის ვადა ისე ამოიწურა, რომ საქართველომ თურქეთს კანონით დადგენილ ვადაში ვერ წარუდგინა მსჯავრდებულის ექსტრადიციისთვის საჭირო არგუმენტები, შესაბამისად, 6 თვის შემდეგ ლავასოღლი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. არსებული ინფორმაციით, მისი დაკავება იმავე დღეს მოხდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]