weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ონჭევში მიწისძვრა მოხდა

13:39 ოთხშაბათი, 07 აპრილი 2021

რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ონჭევში 3.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა 13:02 საათზე დაფიქსირდა.

23 მარტს სოფელ ონჭევში 3, ხოლო 13 მარტს 4.3 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.

რაჭა სეისმურად ერთ-ერთი ყველაზე აქტიური რეგიონია და ბევრი მიწისძვრა ხდება. სწორედ ამიტომ, სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი და მისი ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე ეწინააღმდეგებიან რაჭა-ლეჩხუმში დიდი, კაშხლოვანი ჰესების მშენებლობას.

ყველაზე მძლავრი მიწისძვრა რაჭაში 1991 წლის 29 აპრილს, 09:12 საათზე მოხდა - სიმძლავრე 6.9 მაგნიტუდა იყო, ეპიცენტრში კი, რაჭისა და იმერეთის მაღალმთიან სოფლებში ინტენსივობა 9 ბალს აღწევდა. მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა. 2009 წლის 8 სექტემბერს ონის რაიონში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრეც 6.2 მაგნიტუდა იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]