weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

კორონავირუსის 1071 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 33 ინფიცირებული გარდაიცვალა

11:11 შაბათი, 22 მაისი 2021

საქართველოში, ბოლო 24 საათში ჩატარებული 29 985 ტესტის შედეგად, კორონავირუსით ინფიცირების 1071 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გუშინ 1064 ახალი შემთხვევა იყო, ხოლო გუშინწინ – 1104.

21 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3.57%-ია, ბოლო 14 დღის მაჩვენებელი 4.11%-ს შეადგენს, ხოლო ბოლო 7 დღის – 4.18%-ს.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი 1071 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 581 შემთხვევა, რეგიონებში კი ასეთი მონაცემებია:

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 100

აჭარა – 96

იმერეთი – 84

ქვემო ქართლი – 55

კახეთი – 55

შიდა ქართლი – 42

მცხეთა-მთიანეთი – 23

გურია – 16

სამცხე-ჯავახეთი – 14

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 680 ადამიანი, 33 კი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 143 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 10 172 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის;
  • 4270 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმეა 903 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათგან 229 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება;
  • 701 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

 საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე, ვირუსით ინფიცირების 336 840 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 317 069 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 4602 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]