weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

26 ადამიანი მოკვდა 24 საათის განმავლობაში, მეტად სოლიდარული უნდა ვიყოთ – გამყრელიძე

13:13 ოთხშაბათი, 21 ივლისი 2021

მესმის, შევდივარ მდგომარეობაში ზაფხულია, ყველას უნდა გარეთ ყოფნა, სიარული, რესტორანში დაჯდომა, მაგრამ, მეორე მხრივ, 26 ადამიანი მოკვდა 24 საათის განმავლობაში. მეტად სოლიდარული უნდა ვიყოთ , განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა.

ამირან გამყრელიძის თქმით, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის კიდევ უფრო გაუარესებას შეაჩერებს ორი რამ – არსებული რეგულაციების დაცვა და ვაქცინაცია. როგორც გამყრელძე ამბობს, უარი უნდა ითქვას დიდ შეკრებებზე, მათ შორის, კონცერტების გამართვაზე, მაგრამ თუ ასეთი ღონისძიება ჩატარდება, ყველა ადამიანი უნდა იყოს გატესტილი ან აცრილი.

საშიშროება სერიოზულია, ეპიდსიტუაცია უარესდება და ამიტომ, ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ჩვენ შევდივართ ძალიან სერიოზულ ტალღაში. გუშინდელი და დღევანდელი მონაცემები დაახლოებით იმეორებს იმას, რაც მაისის პიკზე გვქონდა და რაც ნოემბრის დასაწყისში იყო.

უნდა დავიცვათ რეკომენდაციები, პირველ რიგში, პირბადის ტარება დახურულ სივრცეში. მოეშვა ხალხი. ასევე შემოდის რეგულაცია, რომ ღია სივრცეებში, იქ, სადაც ერთად ვიკრიბებით 5-6 ადამიანი, ყველას უნდა გვეკეთოს პირბადე და მთავარი – ყველა წავიდეთ და ავიცრათ. ქვეყანაში უკვე არის ვაქცინების საკმარისი რაოდენობა და იქნება კიდევ მეტი, რომ დღეში თავისუფლად აიცრას 15-20 000 ადამიანი.

დღევანდელი ეპიდსიტუაციის გაუარესებას შეაჩერებს ორი რამ: დაცვა წესების, რომ ცოტა ხანი თავი შევიკავოთ ქორწილებზე, ჭირის სუფრებზე, დიდ დაბადების დღეებზე, დიდ თავშეყრებზე, დიდ კონცერტებზე და ა.შ. და ყველა ავიცრათ. თუ ამას გავაკეთებთ, აღარ გაუარესდება სიტუაცია. გინდა მეოთხე ტალღა დაარქვით, გინდა მეხუთე და მეშვიდე, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ფაქტია, ჩვენ მესამე ტალღა რომ გადავიარეთ – 17 მაისს გვქონდა პიკი, მერე მოვდიოდით ქვემოთ, 26 ივნისიდან თანდათან დაიწყო გაუარესება და დღეს სერიოზულად გაუარესებულია სიტუაცია. ყველა მოვდუნდით, საზოგადოება მოდუნდა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, თუ ეპიდსიტუაცია კიდევ გაუარესდება, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მთავრობის უწყებათაშორის საბჭოს ზომების გამკაცრების რეკომენდაციით მიმართავს.

გუშინ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დღეს კი – 2415. ბოლო 48 საათის განმავლობაში ვირუსის შედეგად 52 ადამიანი გარდაიცვალა.

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა (ე.წ. კომენდანტის საათი) 30 ივნისიდან გაუქმდა, 23 ივნისიდან კი სავალდებულო აღარ არის ღია სივრცეში პირბადის ტარება. გარდა ამისა, მთავრობამ მოქალაქეებსა და კომპანიებს ჩამოაწერა პანდემიის პერიოდში იზოლაციის, კარანტინის და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებული და გადაუხდელი ჯარიმები  – ჯამში, 76 მილიონი ლარი. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და ადმინისტრაციული სახდელისგან 245 ათასზე მეტი მოქალაქე და 344 იურიდიული პირი გათავისუფლდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]