weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

საქართველოში „ფაიზერით“ ვაქცინაცია 16 წლიდან იქნება შესაძლებელი

09:56 ხუთშაბათი, 22 ივლისი 2021

ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში შესული ცვლილების მიხედვით, საქართველოში mRNA ვაქცინით აცრა 16 წლის ასაკიდან იქნება შესაძლებელი. ამ ტიპის ვაქცინაა ფაიზერი (Pfizer-BioNTech).

„აცრა ტარდება 16 წლის და ზედა ასაკის პირებში, აცრების კურსი შედგება 2 ინექციისაგან, აცრებს შორის ინტერვალი შეადგენს, სულ მცირე, 21 დღეს; ვაქცინაციის კურსის დასრულების მიზნით, მეორე დოზა უნდა გაკეთდეს იმავე ვაქცინით 21 დღის შემდეგ“, – ნათქვამია მინისტრის ბრძანებაში.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ფაიზერთან“ გაფორმებულია ხელშეკრულება, რომლითაც საქართველომ 1 000 350 დოზა ვაქცინა შეიძინა და მისი მოწოდება წლის ბოლომდე ეტაპობრივად უნდა მოხდეს. ქვეყანაში „ფაიზერის“ ვაქცინის პირველი პარტია – 28 000 დოზა – 14 ივლისს შემოვიდა და ახლა, დარეგისტრირებული პირების ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს.

გარდა ამისა, საქართველოს ნახევარ მილიონ დოზა „ფაიზერის“ ვაქცინას ამერიკის შეერთებული შტატები აჩუქებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]